საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მონაწილეობის მიზნით შექმნილი სპეციალური ჯგუფებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგები

25.03.2022
ბეჭდვა

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის ცესკოს სწავლების ცენტრმა, ინტენსიური სატრენინგო პროგრამის ფარგლებში,  N20 რუსთავისა და N21 გარდაბნის საარჩევნო ოლქებში შემავალი 117 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გადაამზადა. ამასთან ერთად, სპეციალური სასწავლო პროგრამა შემუშავდა აღნიშნული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე შექმნილი სპეციალური ჯგუფებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში/იზოლაციაში, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას.

კონცეფციის შესაბამისად, სპეციალური ჯგუფებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები გადამზადებას ერთ ეტაპიან ტრენინგზე გაივლიან, რომლის ფარგლებშიც მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • დამკვირვებლების, საარჩევნო სუბიექტების/მედია საშუალებების წარმომადგენლების უფლებრივი მდგომარეობა;
  • კენჭისყრის პროცესის წარმართვა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციების შესაბამისად;
  • კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • საარჩევნო უბნის დახურვა და საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება/დათვლა/დალუქვის პროცესი;
  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა;
  • კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები და მათზე რეაგირება;
  • კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები.

ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება, გათვალისწინებულია სხვადასხვა თემატური სავარჯიშოების შესრულება და ეპიზოდური ინსცენირებები კენჭისყრის დღეს განსახორციელებელი ფუნქციების შესაბამისად. ამასთან, სპეციალური ჯგუფების/საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე.

ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები, რომლებმაც სპეციალური სასწავლო პროგრამით ინსტრუქტაჟი, დისტანციურ ფორმატში, 25 მარტს მიიღეს.

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში/იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის N20 რუსთავისა და  N21 გარდაბნის ოლქის ტერიტორიაზე ჯამში შექმნილი ოთხი სპეციალური ჯგუფი, ასევე, N20 რუსთავის ოლქის ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი სამი საუბნო საარჩევნო კომისია შესაბამის ტრენინგებს 26 მარტს გაივლის. დეტალური გრაფიკები ხელმისაწვდომია ბმულებზე:

  • ტრენინგი პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის
  • ტრენინგი სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით შექმნილი სპეციალური ჯგუფებისთვის

გრაფიკებში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  1234
5
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia