საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების III ეტაპი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის

12.03.2022
ბეჭდვა

ცესკოს სწავლების ცენტრი აგრძელებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის.

ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის დაგეგმილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების III ეტაპი 13 - 14 მარტის პერიოდში განხორციელდება. აღნიშნული ეტაპი ეთმობა №20 რუსთავის და №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიების იმ წევრთა პროფილურ გადამზადებას, რომლებიც პარტიების მიერ არიან დანიშნული.  

ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციების შესრულება, ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის მიხედვით (ტრენინგის სამიზნე ჯგუფის გათვალისწინებით, ყურადღება გამახვილდება ნაკადის მომწესრიგებელი, საარჩევნო ყუთის ზედამხედველი, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების ფუნქციაზე);
  • ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციის მიმოხილვა;
  • ხმის დათვლის პროცესი (მათ შორის, საარჩევნო ბიულეტენების ბათილობის საფუძვლები; ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესი; საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან მიმართებით კომისიის წევრთა ვალდებულებები).

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგს პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით განახორციელებენ, გათვალისწინებულია კენჭისყრის პროცესის ეპიზოდური ინსცენირების ჩატარება და სხვა თემატური სავარჯიშოების შესრულება.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა III ეტაპის ტრენინგების ჩატარების დეტალური გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

განსხვავებული გრაფიკით წარიმართება ტრენინგები ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, სადაც საარჩევნო კომისიების წევრები დამატებით გადამზადდებიან კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხზე. აღნიშნული გრაფიკი, ეტაპობრივად, ასევე გასაჯაროვდება სწავლების ცენტრის ვებგვერდზე.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა II ეტაპის ტრენინგები 2022 წლის 10-11 მარტის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა. მასში მონაწილეობა მიიღო 117 საუბნო  საარჩევნო კომისიის 326 წევრმა. დეტალური სტატისტიკა მოცემულია ბმულზე.

ვიდეო გალერეა

2 აპრილის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები მიმდინარეობს

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
202122232425
26
2728293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia