საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

გრძელდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის

24.10.2021
ბეჭდვა

2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 25 ოქტომბერს IV ეტაპი იწყება, რომელიც ეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადებას (გარდა ხელმძღვანელი პირებისა).

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ კენჭისყრის დღეს შესასრულებელი ფუნქციების არსებითი განხილვის ფორმატში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • კენჭისყრის დღეს 07:00-08:00 საათამდე ჩასატარებელი პროცედურების მიმოხილვა (მათ შორის, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის შენობაში შესვლის/გამოსვლის და შენობაში ყოფნის/გადაადგილებისას დასაცავი სანიტარიულ - ჰიგიენური მოთხოვნები)
  • ხმის მიცემის პროცესში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ შესასრულებელი ფუნქციების მიმოხილვა, ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის გათვალისწინებით (ყურადღება გამახვილდება ამომრჩეველთა რეგისტრატორი, ნაკადის მომწესრიგებელი, საარჩევნო ყუთის ზედამხედველი და გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები პირის ფუნქციებზე)
  • ამომრჩეველთა რეგისტრატორების მიერ მონაცემთა დათვლის პროცესისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხების მიმოხილვა
  • საარჩევნო უბნის დახურვა და ხმის დათვლის პროცედურები (მათ შორის, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესი; საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან მიმართებით კომისიის წევრთა ვალდებულებები)

N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ტრენინგებზე გაეცნობიან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს საპილოტე პროექტის ფარგლებში საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების სპეციფიკის გათვალისწინებით.

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 144 ტრენერი IV ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს 25-27 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში. სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართება. ტრენინგების ჩატარების ადგილებზე მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი ტესტის ჩატარება.

გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
მაისი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
24
2526272829
3031     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2022 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia