საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

გრძელდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში ტექნოლოგიების გამოყენებით საპილოტე პროექტის განსახორციელებლად

25.09.2021
ბეჭდვა

2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში ტექნოლოგიების გამოყენებით საპილოტე პროექტის განსახორციელებლად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ინტენსიურ სწავლებას გადიან.

26 სექტემბერს იწყება ტრენინგების მორიგი ეტაპი, რომელიც ეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) გადამზადებას. სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, 17-25 სექტემბრის პერიოდში ტრენინგები ჩაუტარდა 31-ვე საუბნო საარჩევნო კომისიის სრულ შემადგენლობას.

პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით, საპილოტე პროექტისთვის გათვალისწინებული პროცედურული სიახლეების ჭრილში კომისიების წევრები გაეცნობიან საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის ტექნიკას; კენჭისყრის დღის განცხადებების/საჩივრების წარდგენის წესსა და რეაგირების მექანიზმებს.

სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს. სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ 26-27 სექტემბრის პერიოდში. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
ივნისი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
30
   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2022 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia