საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

პოლიციელებს არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

20.09.2021
ბეჭდვა

2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის (შსს აკადემია) თანამშრომლობით, 17-18 სექტემბერს,  პოლიციელთა გადამზადების პროგრამა განხორციელდა.

საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და უსაფრთხოება“ ონლაინ ფორმატში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიხილეს საკანონმდებლო სიახლეები და შემდეგი ძირითადი საკითხები:

  • უსაფრთხო საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად
  • არჩევნებში ჩართული მხარეები და მათი როლი არჩევნების უსაფრთხოების პროცესში (უფლებრივი მდგომარეობა და მოქმედების ფარგლები საარჩევნო პროცესში)
  • საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას უსაფრთხოების მიმართულებით რისკების იდენტიციფირება 
  • საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკანონმდებლო მექანიზმები (პრევენცია და რეაგირება)
  • პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები

პოლიციელები ასევე გაეცნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას და აღნიშნულ ბრძანებაზე თანდართულ ინსტრუქციებს, რომელთა თანახმადაც, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.

საინფორმაციო-სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა შს სამინისტროს 879 თანამშრომელმა მიიღო.

სწავლების ცენტრსა და შსს აკადემიას შორის პარტნიორობა 2018 წლის 27 სექტემბერს გაფორმებულ მემორანდუმს ეფუძნება და უსაფრთხო, მშვიდობიან გარემოში არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება.

ვიდეო გალერეა

შსს-ს თანამშრომლებს ონლაინტრენინგი - „არჩევნები და უსაფრთხოება“ ჩაუტარდათ

ფოტო გალერეა

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
202122232425
26
2728293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia