საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

გრძელდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში ტექნოლოგიების გამოყენებით საპილოტე პროექტის განსახორციელებლად

16.09.2021
ბეჭდვა

2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში ტექნოლოგიების გამოყენებით საპილოტე პროექტის განსახორციელებლად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ინტენსიურ სწავლებას გადიან.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, 14-16 სექტემბრის პერიოდში ტრენინგები ჩაუტარდათ 31 საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი). 17 სექტემბერს იწყება მორიგი ეტაპი, რომელიც ეთმობა საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის გადამზადებას.

პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით კომისიების წევრები გაეცნობიან ხმის მთვლელი სპეციალური აპარატის ფუნქციონირების წესს,  ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის დაცვით კენჭისყრის პროცესში საარჩევნო კომისიის მიერ განსახორციელებელ საქმიანობას და საპილოტე პროექტისთვის გათვალისწინებულ პროცედურულ სიახლეებს, რომელიც უკავშირდება ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესს, ასევე, საარჩევნო ბიულეტენების დათვლა-დახარისხების რეგულაციებს.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ხმის დათვლის სპეციალური აპარატის გამოყენებით განახორციელებენ კენჭისყრის პროცესის ეპიზოდურ ინსცენირებებს, საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების/დათვლის სიმულაციას; ასევე, ყურადღება გამახვილდება შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე. ამასთან, საარჩევნო კომისიების წევრები მიიღებენ შესაბამის ინსტრუქტაჟს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხებზე.

სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს. სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ 17-25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
ივლისი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    1
2
3
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2022 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia