საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების III ეტაპი

06.09.2021
ბეჭდვა

ცესკოს სწავლების ცენტრი აგრძელებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, III ეტაპი ეთმობა პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სწავლებას.

ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციების შესრულება, ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის პროცესში ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის დაცვით მომსახურების უზრუნველსაყოფად (ტრენინგის სამიზნე ჯგუფის გათვალისწინებით, საკანონმდებლო სიახლეების შესაბამისად ყურადღება გამახვილდება ნაკადის მომწესრიგებელი, საარჩევნო ყუთის ზედამხედველი, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების ფუნქციაზე)
  • კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის წილისყრით მინიჭებული სხვა ფუნქციის მიმოხილვა (რეგისტრატორი კომისიის წევრი)
  • ხმის დათვლის პროცესი (მათ შორის, საარჩევნო ბიულეტენების ბათილობის საფუძვლები; ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესი; საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან მიმართებით კომისიის წევრთა ვალდებულებები)

ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება, გათვალისწინებულია კენჭისყრის პროცესის ეპიზოდური ინსცენირების ჩატარება და სხვა თემატური სავარჯიშოების შესრულება.

სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს. ტრენინგების ჩატარების ადგილებზე მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილია სწრაფი ტესტის ჩატარება.

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები III ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ 7 - 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა II ეტაპის ტრენინგები 2021 წლის 4 - 6 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა, მასში მონაწილეობა მიიღო 3633 საუბნო საარჩევნო კომისიის 12 802 წევრმა (შენიშვნა: მონაცემებში არ არის შეყვანილი N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა (საპილოტე პროექტის ფარგლებში მონაცემი ცალკე მუშავდება)). დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia