EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგების მეორე ეტაპი

მიმდინარე წლის 9 სექტემბერს დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგების II ეტაპი, რომელიც დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის სწავლებას. მონაწილეები გაეცნენ შემდეგ სასწავლო მოდულებ:

  • ამომრჩეველთა სიები;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებები;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

ტრენინგების დასასრულს, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების მიზნით ნაჩვენები იქნა კენჭისყრის დღის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომზადებული ფილმი.

2012 წლის 11 სექტემბრიდან დაიწყება და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება ტრენინგების III ეტაპი, რომელიც ეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის  (13 წევრი) სწავლებას. სასწავლო მოდულებია:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს;
  • კენჭისყრის დღის ინსცენირება.

სწავლების ჩატარების კონკრეტული თარიღი, დრო და ადგილი განისაზღვრება გრაფიკით, რომელიც III ეტაპის დაწყების წინ გამოქვეყნდება ცენტრის ვებ-გვერდზე.