საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2020 წლის 13 ივლისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების განხორციელება დასრულდა

23.11.2020
ბეჭდვა

2020 წლის 13 ივლისს სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებულმა 44 ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაასრულა საგრანტო პროექტების განხორციელება და შემაჯამებელი პრეზენტაციები წარადგინა.

ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით დაფინანსებული 44 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტი მიზნად ისახავდა 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდისა და არჩევნებში ამომრჩევლის გააქტიურების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის პროგრამების, საინფორმაციო კამპანიების, გადაცემების ან/და სხვა ფორმატის ღონისძიებების განხორციელებას.

პროექტების ფარგლებში საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის ღონისძიებების შედეგად განხორციელდა ელექტორატის ინფორმირება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები; პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების წესი და საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის უსაფრთხო პროცედურები; საარჩევნო უფლებები და მათი რეალიზების პროცედურები (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპთან დაკავშირებით); აგრეთვე, განხილულ იქნა სხვა მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხები, რომლის მიზანი იყო ამომრჩეველთა მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობა და ელექტორატის (მათ შორის ახალგაზრდა ამომრჩევლები, ქალების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, იძულებით გადაადგილებული და შშმ პირების) აქტივობის ზრდის წახალისება საარჩევნო პროცესში.

დაფინანსებული საგრანტო პროექტები 2020 წლის 25 სექტემბრიდან - 25 ოქტომბრის პერიოდში განხორციელდა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა.

2020 წლის 13 ივლისს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შემაჯამებელი პრეზენტაციები:

საკონკურსო თემატიკა: „ამომრჩეველთა ინფორმირება 2020 წლის საქართველოს პარლამენტის  არჩევნებისთვის“

  • ააიპ საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი
  • ააიპ საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიტიკურ- კომპილაციური ცენტრი
  • ააიპ საზოგადოებრივი დამცველი
  • ააიპ დემოკრატიული საარჩევნო ცენტრი
  • ააიპ ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისთვის
  • ააიპ კავშირი 21-ე საუკუნე
  • ააიპ ჟურნალისტთა ასოციაცია- საზოგადოებრივი განვითარების კავშირი „მეცენატი“
  • ააიპ ახალგაზრდული ცენტრი ჩვენი თაობა 1921
  • ააიპ რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი
  • ააიპ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი
  • ააიპ დემოკრატიული არჩევანი
  • ააიპ დემოკრატიული განვითარების ახალგაზრდული ცენტრი
  • ააიპ ძლიერი საქართველოსთვის
  • ააიპ ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის
  • ააიპ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და სწავლების ცენტრი
  • ააიპ სამოქალაქო ფორუმი
  • ააიპ დემოკრატიისა და მონიტორინგის ცენტრი
  • ააიპ პლატფორმა-სამოქალაქო ინიციატივა
  • ააიპ თავისუფალ ჟურნალისტთა ასოციაცია მეოთხე
  • ააიპ ახალგაზრდული ცენტრი საქართველო
  • ააიპ ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისათვის
  • ააიპ სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურცენტრი
  • ააიპ მწვანე დედამიწა
  • ააიპ სამოქალაქო ჩართულობის და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
  • ააიპ სამართლიანობის განვითარების ინსტიტუტი
  • ააიპ თავისუფალი განვითარების და სამართლის ცენტრი
  • ააიპ სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
  • ააიპ ნოვაციო
  • ააიპ სახელმწიფო და მოქალაქე
  • ააიპ დემოკრატიული ინიციატივების ცენტრი
  • ააიპ საქართველოს რეგიონების განვითარების ხელშემწყობთა კავშირი
  • ააიპ ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები
  • ააიპ სამოქალაქო ინიციატივა-სამართლიანი არჩევნები
  • ააიპ მარტვილის მუნიციპალური განვითარების ფონდი
  • ააიპ სამოქალაქო ალიანსი განვითარებისთვის
  • ააიპ საქართველო მშვიდობისათვის
  • ააიპ რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“
  • ააიპ ფოთის ახალგაზრდული ალიანსი
  • ააიპ განათლებისა და თანასწორობის ცენტრი
  • ააიპ Post-ალიონი
  • ააიპ საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველო
  • ააიპ სამართლიანი სიტყვა და მომავლის არჩევანი
  • ააიპ საქართველოს გამომგონებელთა, ნოვატორთა და მკურნალთა ასოციაცია „ლაზაროსი“
  • ააიპ დემოკრატიული მართვის ცენტრი
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  1234
5
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia