საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგები

28.10.2020
ბეჭდვა

სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, 2020 წლის 24 სექტემბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, 3657 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა პროფესიული გადამზადებისთვის ინტენსიური ტრენინგები განახორციელა. 

საარჩევნო საკანონმდებლო საკითხებზე პროცედურული ცოდნის ამაღლების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგები ოთხ ეტაპად ჩატარდა:

  • ტრენინგების I და III ეტაპი საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემდაგენლობის სწავლებას დაეთმო;
  • II ეტაპზე საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი) ტრენინგი განხორციელდა;
  • ტრენინგების IV ეტაპი საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნების პრაქტიკულ სწავლებას დაეთმო.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროფილური პროგრამების ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები და მათ უზრუნველსაყოფად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა როლის მნიშვნელობა, მანდატი ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის სამუშაო რეჟიმი და რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილებები; დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები;
  • საოლქო საარჩევნო კომისიებთან საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის კოორდინაცია/კომუნიკაცია (მათ შორის, საორგანიზაციო-ლოჯისტიკურ საკითხებზე);
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (მათ შორის, საკანონმდებლო სიახლე - ადაპტირებული საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა შეყვანის საკითხი);
  • კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ შესასრულებელი ფუნქციები;
  • ამომრჩეველთა მიერ ხმის მიცემის წესი (მათ შორის, ნების თავისუფალი გამოვლენისა და ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი);
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები;
  • საარჩევნო უბნის დახურვა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციები საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება/დათვლა/დალუქვის პროცესში;
  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა და საჯაროობა;
  • არჩევნების უსაფრთხოება;
  • ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები საარჩევნო უბანზე;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები;
  • პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგების ჩატარება უზრუნველყო სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 190 ტრენერმა. ტრენინგი ჩატარდა კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად მონაწილეებმა განახორციელეს ეპიზოდური ინსცენირებები.

ტრენინგების მიმდინარეობას საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრენინგებზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დასწრების დეტალური სტატისტიკა იხ. ბმულზე.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia