საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

საგრანტო კონკურსები

პარტიების განვითარებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების პროექტების დაფინანსება

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დისტანციური საინფორმაციო-სასწავლო კურსი „კენჭისყრის დღის პროცედურები“ დაინტერესებული პირებისთვის

27.10.2020
ბეჭდვა

საარჩევნო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, სწავლების ცენტრმა ცესკოსთან თანამშრომლობით  2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ინტენსიური საინფორმაციო კამპანია განახორციელა. საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების ფარგლებში ამომრჩევლებსა და ჩართულ მხარეებს (საარჩევნო სუბიექტების, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების, მედია საშუალებების წარმომადგენლები, პოტენციური კანდიდატი ქალები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები) მიეწოდათ ინფორმაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხზე, მათ შორის საკანონმდებლო სიახლეებსა და პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე.

ინფორმირებულობის ზრდის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, სწავლების ცენტრმა დამატებითი რესურსის სახით შეიმუშავა დისტანციური საინფორმაციო-სასწავლო კურსი „კენჭისყრის დღის პროცედურები“. პროგრამა განთავსებულია ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე არსებულ ელექტრონულ სასწავლო პლატფორმაზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. აღნიშნული კურსის ფარგლებში პროგრამის მომხმარებელი მიიღებს დეტალურ ინფორმაციას კენჭისყრის დღის პროცედურულ საკითხებზე, როგორიცაა: საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები; კენჭისყრის პროცესი; ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა კენჭისყრის პროცესში; კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა; საარჩევნო უბნის დახურვა და ხმის დათვლის პროცესი; კენჭისყრის შედეგების შეჯამება საუბნო საარჩევნო კომისიაში; კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები; კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები; პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები. პროგრამაში ინტეგრირებულია ტესტური დავალებები, რომელიც მომხმარებელს ცოდნის გადამოწმების შესაძლებლობას ანიჭებს.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
იანვარი 2021
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2021 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia