საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო შეხვედრა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის საელჩოებისა და დელეგაციების წარმომადგენლებთან

23.10.2020
ბეჭდვა

2020 წლის 23 ოქტომბერს, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა უცხო ქვეყნის საელჩოებისა და დელეგაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას დაეთმო.

ცესკოს თავმჯდომარემ ის მნიშვნელოვანი ინიციატივები და აქტივობები მიმოიხილა, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების  უზრუნველსაყოფად ახორციელებს.

სწავლების ცენტრის დირექტორმა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის საელჩოებისა და დელეგაციების წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის:

  • საარჩევნო სისტემასთან და არჩევნებში ქალთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ძირითადი საკანონმდებლო სიახლეები;
  • პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები;
  • საარჩევნო კომისიების პროფესიული გადამზადების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები;
  • ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია და ჩართულ მხარეებთან განხორციელებული საინფორმაციო/სასწავლო პროგრამები;
  • ამომრჩეველებისა და ჩართული მხარეებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეთავაზებული საარჩევნო სერვისები;
  • არჩევნების სანდოობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად გატარებული მექანიზმები (მათ შორის, ეთიკის კოდექსების გაფორმება ჩართულ მხარეებთან, ადმინისტრაციული რესურსების არამართლზომიერად გამოყენების პრევენცია, საარჩევნო ადმინისტრაციის და პოლიციის ტრენინგი არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გავრცელების პრევენცია);
  • ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები, საკანონმდებლო სიახლე ადაპტირებულ საარჩევნო უბნებთან მიმართებით და სასწავლო პროგრამები მოწყვლადი ჯგუფებისთვის (მათ შორის შშმ პირებისთვის).

შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიეწოდათ სტატისტიკური მონაცემები 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, მათი წარმომადგენლების, დამკვირვებელებისა და მედია საშუალებების შესახებ.

შეხვედრის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც სწავლების ცენტრის დირექტორმა მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა კენჭისყრის დღეს მოქმედი ეპიდემიოლოგიური პროტოკლის თაობაზე და არჩევნებთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო სხვა საკითხების შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრა სსიპ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მხარდაჭერით ონლაინ ფორმატში ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის საელჩოებისა და დელეგაციების 12 წარმომადგენელი, მათ შორის: ავსტრიის რესპუბლიკა (ელჩი); იტალიის რესპუბლიკა (მისიის ხელმძღვანელის მოადგილე); გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა  (მისიის ხელმძღვანელის მოადგილე); საბერძნეთის რესპუბლიკა (მისიის ხელმძღვანელის მოადგილე); ჩეხეთი (მისიის ხელმძღვანელის მოადგილე); ნორვეგიის სამეფო (მრჩეველი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში); ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში (ელჩის მრჩეველი, ელჩის მდივანი) შვედეთის სამეფო (მეორე მდივანი პოლიტიკურ საკითხებში); ლიეტუვის რესპუბლიკა (მესამე მდივანი); უნგრეთი (კონსული); იაპონია (ოფიცერი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში).

 

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  123
4
5
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia