2020 წლის 23 ივლისს გამოცხადებული სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა. სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოცდაზე 1097 მსურველი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 455 მონაწილე, ხოლო გამოცდა წარმატებით 135 მონაწილემ ჩააბარა (ქალი - 86, კაცი - 49), რომლებსაც ადგილზე გადაეცათ სერტიფიკატები.
გამოცდის მიმდინარეობისას დაცული იყო პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია, მათ შორის პრევენციული ზომებიდან გამომდინარე, გამოცდის ჩაბარების მსურველებისთვის უზრუნველყოფილი იყო ხელის სანიტაიზერი და სამედიცინო პირბადეები.
აღსანიშნავია სერტიფიცირებული პირებისთვის შეთავაზებული სერვისი, რომელიც ითვალისწინებს მათი თანხმობის საფუძველზე პერსონალური მონაცემების (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, სქესი, მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა) გაცემის შესაძლებლობას საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებსა და ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებზე, ასეთი ინფორმაციის სწავლების ცენტრიდან წერილობით გამოთხოვის შემთხვევაში. ამ სერვისთან დაკავშირებით ცესკოს №13/2012 დადგენილებით დამტკიცებულ „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულებაში“ ასახული რეგულაციის თანახმად, პერსონალური მონაცემების გაცემაზე თანხმობის დაფიქსირება მოქალაქეებს შეეძლოთ გამოცდისთვის რეგისტრაციის ეტაპზე. ამასთან, ამ უფლების რეალიზება სერტიფიცირებულ პირებს ასევე შეუძლიათ გამოცდის დასრულების შემდგომ, პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გაცემაზე თანხმობის შესახებ განცხადების სწავლების ცენტრისთვის წერილობითი წარდგენის საფუძველზე.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |