საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

იწყება „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“

15.07.2020
ბეჭდვა

ცესკო და სწავლების ცენტრი, 2020 წლის 16 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, 64 მუნიციპალიტეტში განახორციელებს საინფორმაციო-სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“.

აღნიშნული კურსი ითვალისწინებს პროფილურ სწავლებას და მიზნად ისახავს სამოქალაქო საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას და საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობას.  სამ დღიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები პრაქტიკული სწავლების ფორმატში გაეცნობიან კენჭისყრის დღის პროცედურებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს.

სასწავლო პროექტში მონაწილეობას იღებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც შესაბამისი რეგისტრაცია გაიარეს საოლქო საარჩევნო კომისიებში, 2020 წლის 16 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით პერიოდში.

სასწავლო კურსების ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები უზრუნველყოფენ (157 ტრენერი).

ტრენერთა გადამზადება ეტაპობრივად განხორციელდა. სწავლება ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. 2020 წლის 6-10 ივლისის პერიოდში, ტრენერთა ტრენინგი დისტანციური სწავლების ფორმით ჩატარდა. ამ ეტაპზე, გადამზადების პროცესი ადგილზე ტრენინგის ფორმატში მიმდინარეობს და მოიცავს 2020 წლის 15-22 ივლისის პერიოდს.

სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“ განხორციელების გრაფიკი იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia