საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა I ეტაპის ტრენინგები მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისთვის

01.05.2019
ბეჭდვა

მუნიციპალიტეტების საკრებულოების  2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 2019 წლის 4-9 მაისის პერიოდში განხორციელდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა I ეტაპის ტრენინგები, რომელიც დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში, მათ შორის, საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენცია ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით;
  • კენჭისყრის დღეს საარჩევნო ოპერაციების მართვა და ხმის მიცემის პროცესში ამომრჩეველების საარჩევნო უფლებების რეალიზების ხელშეწყობის პროცედურული მექანიზმები;
  • კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა;
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • საოლქო საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაცია/კოორდინაცია;
  • კენჭისყრის შედეგების შეჯამება საუბნო საარჩევნო კომისიაში და კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შევსება;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდება კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად მონაწილეები განახორციელებენ ეპიზოდურ ინსცენირებებს. პრაქტიკული სწავლების ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ასევე გაეცნობიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხებს ვიდეო-რგოლის ჩვენებით და შესაბამისი ინსტრუქტაჟის მიღებით.

ტრენინგებს ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 4 ტრენერი უზრუნველყოფს. I ეტაპის ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12
3
45
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia