საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 18-23 ოქტომბრის პერიოდში განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა IV ეტაპის ტრენინგები.
ტრენინგების ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა პრაქტიკულად განახორციელეს კენჭისყრის დღის ეპიზოდური ინსცენირება (ეპიზოდური ინსცენირება ითვალისწინებდა კენჭისყრის დღის დილის 07:00 საათიდან - 08:00 საათამდე ჩასატარებელი პროცედურების, კენჭისყრის შენობის დახურვის/ხმის დათვლის პროცედურებისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პრაქტიკული სავარჯიშოს შესრულებას).
ტრენინგის მონაწილეები ასევე გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: კენჭისყრის დღეს ფოტოვიდეოგადაღების რეგულაციები და არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები.
IV ეტაპის ტრენინგები გაიარა 3637 საუბნო საარჩევნო კომისიის 32 519 წევრმა, მათ შორის ქალი -24 892, კაცი - 7627. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.