საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

საგრანტო კონკურსები

პარტიების განვითარებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების პროექტების დაფინანსება

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებთან

20.09.2018
ბეჭდვა

ცესკოს სწავლების ცენტრმა 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამკვირვებლად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ღონისძიება ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნა, რომელმაც თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად თითოეული ჩართული მხარის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.  

სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები და განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის:

  • კენჭისყრის დღე და საარჩევნო ოპერაციების მართვა;
  • არჩევნებში ჩართული მხარეების უფლებრივი მდგომარეობა;
  • კენჭისყრის დღის საჩივრის/განცხადების შედგენის საფუძველი და ტექნიკა;
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • კენჭისყრის შედეგების შეჯამება.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები ასევე გაეცნენ უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკანონმდებლო მექანიზმებს და არჩევნების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და გამოცდილების გაზიარება უზრუნველყვეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), შინაგან საქმეთა სამინისტროს და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა.

საინფორმაციო შეხვედრა თბილისში, 19 სექტემბერს გაიმართა. მორიგი შეხვედრა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 21 სექტემბერს ჩატარდება.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
იანვარი 2021
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
1819
20
21222324
25262728293031
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2021 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia