EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორებისთვის (I ეტაპი)

სწავლების ცენტრმა, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორებისთვის ტრენინგების კურსის განხორციელება დაიწყო.

აღნიშნული სასწავლო კურსის მიზანია ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა, მათ მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებული პირებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების სერვისის უზრუნველსაყოფად.

2018 წლის 2 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგების I ეტაპი, რომლის ფარგლებშიც საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორები გაეცნენ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს:

  • საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტატუსი, სისტემა და შემადგენლობა
  • საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები
  • პარტიების მიერ საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესი
  • ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებები
  • საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები
  • საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება
  • საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა და რეგისტრაცია
  • საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების საქმიანობის გარანტიები
  • საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შეჯამება

ტრენინგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ. ტრენინგები სამ ეტაპად ჩატარდება.