საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა II ეტაპის ტრენინგები საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის
2018 წლის 28 აპრილს №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის შემუშავებული საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 18 და 19 აპრილს ჩატარდება ტრენინგები №55 ხონისა და №53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის (ტრენინგების II ეტაპი).
სასწავლო კურსს სწავლების ცენტრის თანამშრომლები განახორციელებენ. ტრენინგი დაეთმობა საოლქო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას და განხილულ იქნება შემდეგი ძირითადი სასწავლო მოდულები:
- საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები;
- კენჭისყრის პროცესი (მათ შორის, შშმ ამომრჩევლების საარჩევნო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა);
- საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება;
- საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემა საოლქო საარჩევნო კომისიისთვის;
- არჩევნების უსაფრთხოება.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის განკუთვნილი სასწავლო პროგრამის ფარგლებში საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა უშუალო ჩართულობით კენჭისყრის დღის ეპიზოდური ინსცენირების ჩატარების უზრუნველსაყოფად, სწავლების ცენტრი საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს ასევე მიაწოდებს შესაბამის საინფორმაციო ხასიათის ინსტრუქტაჟს (ეპიზოდური ინსცენირება ითვალისწინებს კენჭისყრის დღის დილის 07:00 საათიდან - 08:00 საათამდე ჩასატარებელი პროცედურებისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პრაქტიკული სავარჯიშოს შესრულებას).
იხ. II ეტაპის ტრენინგების გრაფიკი