EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დასრულდა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა I ეტაპის ტრენინგები

2018 წლის 28 აპრილს №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის შემუშავებული საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 24 მარტს განხორციელდა საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების I ეტაპი, რომელიც დაეთმო საოლქო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას და განხილულ იქნა შემდეგი სასწავლო მოდულები:

  • საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა და ხელმძღვანელ პირთა არჩევის წესი (პირველი სხდომის ინსტრუქცია (ეპიზოდური ინსცენირება));
  • საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია;
  • საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება;
  • საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების/საჩივრების შეტანისა და განხილვის წესი.

ტრენინგი გაიარა N53 ვანისა და N55 ხონის საოლქო საარჩევნო კომისიის 23 წევრმა, მათ შორის კაცი - 10, ქალი - 13. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.