საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა I ეტაპის ტრენინგები საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის
2018 წლის 28 აპრილს №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის შემუშავებული საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 24 მარტს ჩატარდება ტრენინგები №55 ხონისა და №53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის (ტრენინგების I ეტაპი).
სასწავლო კურსს სწავლების ცენტრის თანამშრომლები განახორციელებენ. ტრენინგი დაეთმობა საოლქო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას და განხილულ იქნება შემდეგი ძირითადი სასწავლო მოდულები:
- საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში;
- საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა და ხელმძღვანელ პირთა არჩევის წესი (პირველი სხდომის ინსტრუქცია (ეპიზოდური ინსცენირება));
- საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია;
- საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება;
- საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების/საჩივრების შეტანისა და განხილვის წესი.