საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფცია და სასწავლო/საინფორმაციო მასალები
2018 წლის 28 აპრილს №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადების მიზნით, სწავლების ცენტრმა შეიმუშავა ტრენინგების კონცეფცია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა სწავლების ეტაპებისა და მეთოდოლოგიის შესახებ.
კონცეფციის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები განხორცილედება ორ ეტაპად, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთათვის ტრენინგები ოთხ ეტაპად ჩატარდება. კონცეფციით ასევე გათვალისწინებულია დამატებითი ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიების შეცვლილი (ახალი) წევრებისათვის.
ტრენინგების ჩატარების გრაფიკები ეტაპობრივად განთავსდება სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზე.
სწავლების ცენტრმა საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადებისა და მათ მიერ საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი სასწავლო და საინფორმაციო ხასიათის თვალსაჩინო მასალა მოამზადა:
- საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია
- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სამახსოვრო ინსტრუქცია
- საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის უფლებამოსილებანი კენჭისყრის დღეს
- ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციები
- ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციები
- საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციები
- გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციები
- ამომრჩევლის სამახსოვრო - კენჭისყრის პროცედურების ამსახველი პოსტერი
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სასწავლო მოდული - არჩევნების უსაფრთხოება
- საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა
- ფოტოვიდეოგადაღება საარჩევნო უბანზე