EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დასრულდა ტრენინგები საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის

საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლირების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის 19 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით პერიოდში, სწავლების ცენტრმა საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის განახორციელა ახალი სასწავლო პროგრამა „ტრენერის პროფესიული უნარების განვითარება“.

ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე იყო ორიენტირებული, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი ძირითადი საკითხები:

  • ტრენინგის დაგეგმვა და სტრუქტურა;
  • ტრენინგის პროგრამის დიზაინი;
  • ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია;
  • ტრენინგის შეჯამება/შეფასების მექანიზმები;
  • ტრენერის სახელმძღვანელოს/გზამკვლევის შედგენისა და გამოყენების ტექნიკა;
  • ტრენერის პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევები;
  • პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.

ტრენინგები 3 ეტაპად 6 ჯგუფს ჩაუტარდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და ცესკოს რეგიონული კოორდინატორები, რომლებიც შემდგომ სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით უზრუნველყოფენ 2018 წლისთვის სამოქალაქო საარჩევნო განათლების კუთხით დაგეგმილი სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. 

სასწავლო პროგრამა საარჩევნო ადმინისტრაციის 108 მოხელემ გაიარა, მათ შორის ქალი - 49; კაცი - 59.