სწავლების ცენტრის მიერ 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა 41-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განხორციელებულ პროექტებთან დაკაშირებით საჯარო ანგარიში წარადგინეს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები, მიზნად ისახავდა ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერებისა და სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობას საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის.
სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას საგრანტო კონკურსების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ასევე ისაუბრეს იმ ქმედითი მექანიზმების თაობაზე რომლებიც ამ პროცესის გამჭვირვალეობასა და საჯაროობას უზრუნველყოფს. კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები ეტაპობტივად 17 - 20 ნოემბრის პერიოდში წარმოადგინეს. პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები ერთმანეთს კითხვა-პასუხის რეჟიმში გაუზიარეს.
საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამომრჩეველთა განათლებას და შესაბამისად სამოქალაქო კულტურის განვითარებას, ამომრჩეველთა ინფორმირებულობას და მათი მოტივაციის ამაღლებას საარჩევნო პროცესებში ჩართულობისთვის, რაც თავისთავად დემოკრატიული პროცესების განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია.
2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები
საკონკურსო თემატიკა: ამომრჩეველთა ინფორმირება 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის
- POST- ალიონი - არჩევანი: “არ იქნება წინსვლა, თუ დაგვეზარა მისვლა!“ იხ. პრეზენტაცია
- მედია ცენტრი კახეთი - ადგილობრივი მედია ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველისათვის იხ. პრეზენტაცია
- კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრი - CCFJ - ინფორმირებული არჩევანისთვის - საინფორმაციო კამპანია ყველა რეგიონისთვის იხ. პრეზენტაცია
- საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - რეგიონული მედია ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლებისათვის იხ. პრეზენტაცია
- სამოქალაქო ინიციატივა-სამართლიანი არჩევნები - ინფორმირებული ამომრჩეველი იხ. პრეზენტაცია
- საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია - „წინასაარჩვენო ტელედებატები რეგიონული ამომრჩევლის ინფორმირებისთვის“ იხ. პრეზენტაცია
- სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი - „ამომრჩევლის ინფორმირება-იმერეთის რეგიონში (ბაღდათის, ხარაგაულის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტი)“ იხ. პრეზენტაცია
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია ,,დეა“ - გზა საპარლამენტო არჩევნებამდე თანაბარი ხელმისაწვდომობით იხ. პრეზენტაცია
- „ინტერნიუსი - საქართველო“ - ინფორმირებული საზოგადოება და არჩევანი იხ. პრეზენტაცია
- კავშირი სამხრეთის კარიბჭე - ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი იხ. პრეზენტაცია
- კავშირი „21-ე საუკუნე“ - დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მუნიციპალიტეტების ამომრჩეველთა იხ. პრეზენტაცია
- სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო - ჩვენი ხმა გადამწყვეტია იხ. პრეზენტაცია
- სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის სტრატეგიული კვლევითი ცენტრი - ინფორმირებული არჩევანი იხ. პრეზენტაცია
- სამოქალაქო ფორუმი მშვიდობისათვის - ამომრჩეველთა ჩართულობის გაზრდა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე ქალაქ გორსა და გორის რაიონში იხ. პრეზენტაცია
- დახმარების საერთაშორისო ფონდი - მე მივდივარ არჩევნებზე იხ. პრეზენტაცია
- საარჩევნო სისტემების კვლევითი ცენტრი - ამომრჩეველთა ინფორმირება სიღნაღსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში იხ. პრეზენტაცია
- ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი - ,,გაიზიარე არჩევნები”: ინფორმირებული ახაგაზრდა იხ. პრეზენტაცია
- ფოთის ახალგაზრდული ალიანსი - ახალგაზრდების ჩართულობა ამომრჩეველთა ინფორმირებისა და აქტივობისათვის იხ. პრეზენტაცია
- ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო - იცოდე მეტი არჩევნების შესახებ იხ. პრეზენტაცია
- ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი - რეგიონული ახალი მედია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ინფორმირებისთვის იხ. პრეზენტაცია
- რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი - აქტიური ამომრჩეველი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში იხ. პრეზენტაცია
საკონკურსო თემატიკა: მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესში
- კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის - 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობის ხელშეწყობა იხ. პრეზენტაცია
- სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი - ყრუ პირთა მონაწილეობის ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესში იხ. პრეზენტაცია
- საზოგადოებრივი დამცველი - საპარლამენტო არჩევნებში იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქალაქო ჩართულობის გაზრდაა იხ. პრეზენტაცია
- თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია - ჩვენი ქვეყანა - ჩვენი არჩევანი - ერთი ხმის ხმოვანება იხ. პრეზენტაცია
- სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი - ეთნიკურ უმცირესობათა საარჩევნო ელექტორატის ინფორმირებულობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის იხ. პრეზენტაცია
- საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი - ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო გზამკვლევი იხ. პრეზენტაცია
- განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი - სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში იხ. პრეზენტაცია
- სოციალური დაცვის ლიგა - შშმ პირებისა და კახეთის რეგიონში მცხოვრები ეკომიგრანტების მონაწილეობისათვის ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესში იხ. პრეზენტაცია
- მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობის ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლემენტის არჩევნების პროცესში იხ. პრეზენტაცია
- საქართველოს უსინათლოთა კავშირი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობა იხ. პრეზენტაცია
- სამოქალაქო განათლებისა და რეაბილიტაციის ცენტრი - საარჩევნო პროცესში მოწყვლადი ჯგუფების სამოქალაქო ჩართულობის ამაღლების ხელშეწყობა საგანმანათლებლო კამპანიის საშუალებით იხ. პრეზენტაცია
- საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფი - 8 ოქტომბრის არჩევნებს შენი ხმა სჭირდება! იხ. პრეზენტაცია
- ევრო-კავკასიური თანამშრომლობის ასოციაცია - ინფორმირებული დევნილები იხ. პრეზენტაცია
- სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი - „ინფორმირებული ეროვნული უმცირესობები მონაწილეობითი და დემოკრატიული საარჩევნო პროცესებისთვის საქართველოში“ იხ. პრეზენტაცია
საკონკურსო თემატიკა: ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესში
- ქალთა საინფორმაციო ცენტრი - ქალის ხმა გადამწყვეტია იხ. პრეზენტაცია
- ქალი და განვითარება - ჩვენ ვართ ქალები იხ. პრეზენტაცია
- ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის - შენი ხმა გადამწყვეტია, თანასწორობას მოაქვს წარმატება! იხ. პრეზენტაცია
- სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრი - “ქალები ერთვებიან - ქალები მართავენ“ იხ. პრეზენტაცია
- ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია - კავშირი „პაროს“ - აქტიური ქალები დემოკრატიული არჩევნებისათვის იხ. პრეზენტაცია
- საქართველოს ინსტიტუციონალური განვითარების ცენტრი - ჩემი პირველი არჩევნები - ახალგაზრდა ქალთა ინფორმირებულობის გაზრდა არჩევნების შესახებ იხ. პრეზენტაცია