EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

შემაჯამებელი შეხვედრა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან

სწავლების ცენტრის მიერ 2016 წლის 15 მარტს და 4 აპრილს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში გამარჯვებულმა ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ განხორციელებულ პროექტებთან დაკაშირებით საჯარო ანგარიში წარადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი პროექტები, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

ცესკოსა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად შემაჯამებელ შეხვედრას სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სწავლების ცენტრის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საგრანტო კონკურსების მიმდინარეობის შესახებ, ასევე იმ ქმედითი მექანიზმების თაობაზე რომლებიც ამ პროცესის  გამჭვირვალეობასა და საჯაროობას უზრუნველყოფს. კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს, რის შემდეგაც შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები ერთმანეთს კითხვა-პასუხის რეჟიმში გაუზიარეს.

აღსანიშნავია, რომ საგრანტო პროექტების განხორციელების პროცესში სწავლების ცენტრმა კონტრიბუციის სახით უზრუნველყო პარტიების წარმომადგენლების სწავლება შემდეგ მოდულებზე: საარჩევნო ციკლი და საკანონმდებლო სიახლეები; საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობა; კენჭისყრის დღის პროცედურები. 

ჯამურად აღნიშულ პროგრამაში 23 პოლიტიკური პარტიის 1431-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

საარჩევნო ადმინისტრაცია, ცესკოს სწავლების ცენტრთან ერთად მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამომრჩეველთა განათლებას და შესაბამისად სამოქალაქო კულტურის განვითარებას, ამომრჩეველთა ინფორმირებულობას და მათი მოტივაციის ამაღლებას საარჩევნო პროცესებში ჩართულობისთვის, რაც თავისთავად დემოკრატიული პროცესების განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია.

ინფორმაცია 2016 წლის 15 მარტს და 4 აპრილს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში საგრანტო საკონკურსოკომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ

საკონკურსო თემატიკა - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2016 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის (რეგიონები)

  • ააიპ სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი - “პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაზრდა კახეთის რეგიონში” იხ. პრეზენტაცია
  • ააიპ სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურცენტრი - „პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ იხ. პრეზენტაცია
  • ააიპ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი - „პოლიტიკური პარტიების რესურსების გაძლიერება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში“ იხ. პრეზენტაცია
  • ააიპ საერთო სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო" – „კვალიფიციური და არაკვალიფიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2016 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისათვის“ იხ. პრეზენტაცია
  • ააიპ სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი - „პოლიტიკური პარტიების წევრების ტრენინგი-იმერეთი“ იხ. პრეზენტაცია
  • ააიპ თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია - „ერთად დემოკრატიისთვის“ იხ. პრეზენტაცია
  • ააიპ ევრო-კავკასიური თანამშრომლობის ასოციაცია - „შესაძლებლობების განვითარება არჩვნებისთვის“ იხ. პრეზენტაცია
  • ააიპ საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტი - „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარება 2016“ იხ. პრეზენტაცია

საკონკურსო თემატიკაპოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის (თბილისი)

  • ააიპ სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ქალ ექსპერტთა ქსელი მშვიდობის და უსაფრთხოებისთვის - „ძლიერი პოლიტიკური პარტიები დემოკრატიული საარჩევნო პროცესებისათვის საქართველოში“ იხ. პრეზენტაცია