EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერების შესარჩევი კონკურსის პირობები 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის

სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი 2016 წლის 27 ივნისიდან აცხადებს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერების შესარჩევ კონკურსს 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შემდეგი საქმიანობის განსახორციელებლად:

ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებისათვის (საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები) საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული სასწავლო კურსის ჩატარების ორგანიზება;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებისათვის (საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები) საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული სასწავლო კურსის ჩატარება;

გ) შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა სწავლების ცენტრში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე