2016 წლის 15 მარტს და 4 აპრილს გამოცხადებული საგრანტო კონკურსების ფარგლებში დაფინანსებული საგრანტო პროექტების განხორციელების გრაფიკი
2016 წლის 15 მარტს და 4 აპრილს გამოცხადებული საგრანტო კონკურსების ფარგლებში საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩასატარებელი ტრენინგების გრაფიკი:
საკონკურსო თემატიკა: პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2016 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის
- ააიპ სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
- ააიპ სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურცენტრი
- ააიპ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი
- ააიპ საერთო სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო"
- ააიპ სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
- ააიპ თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია
- ააიპ ევრო-კავკასიური თანამშრომლობის ასოციაცია
- ააიპ საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტი
საკონკურსო თემატიკა: პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები წარმოდგენილ გრაფიკში, რის თაობაზეც ეცნობება სწავლების ცენტრს. ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
საგრანტო პროექტების განხორციელების პროცესში სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს კონტრიბუციას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის შემდეგი მოდულების სწავლების კუთხით: საარჩევნო ციკლი და საკანონმდებლო სიახლეები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობა, კენჭისყრის დღის პროცედურები (დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებში).