საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

28.09.2010
ბეჭდვა

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს, 12 საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ხელს აწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. შეხვედრას ასევე დაესწრებიან საქართველოს განათლების სამინისტროს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპებით გამოხატავენ ურთიერთთანამშრომლობის სურვილს, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე იურისტების მომზადებას საარჩევნო სამართლის დარგში.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროგრამას მემორანდუმის ფარგლებში განახორციელებენ ცენტრის წარმომადგენლები. სასწავლო კურსი გათვალისწინებულია მე-3 და მე-4 კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. წარჩინებული სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან საარჩევნო ადმინისტრაციაში.

სწავლება სამ უმაღლეს სასწავლებელში (კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი) დაიწყება მიმდინარე წელს. დანარჩენ სასწავლებლებში და რეგიონებში 2011 წლისთვის. კავკასიის უნივერსიტეტში სწავლება იწარმოებს იურიდიული კლინიკის ჩამოყალიბების პრინციპით, რაც გულისხმობს სწავლებას ონლაინ რეჟიმში და სავალდებულო პრაქტიკული კურსის გავლას საარჩევნო ადმინისტრაციაში.

ცესკო და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი მომავალში მსგავსი ტიპის კურსების დანერგვას გეგმავს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ფოტო გალერეა

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
31     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia