საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სწავლების ცენტრმა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისთვის ტექნოლოგიურ სიახლეებზე მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა

17.09.2024
ბეჭდვა

არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად მოქმედი სტრატეგიის ფარგლებში, ცესკო და სწავლების ცენტრი ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობის მიმართულებით ჩართულ მხარეებთან საინფორმაციო-სასწავლო პროექტს აგრძელებს.

ღია საკომუნიკაციო პლატფორმის ფორმატში, მორიგი შეხვედრა 2024 წლის 17 სექტემბერს, დისტანციურ ფორმატში გაიმართა. მასში მონაწილეობის მისაღებად სწავლების ცენტრმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოიწვია.

ღონისძიების გახსნით ნაწილში მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი მიესალმნენ. მათ საარჩევნო სიახლეებზე სწორი, ერთგვაროვანი აღქმის ხელშესაწყობად შეთავაზებული საინფორმაციო პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც, თავის მხრივ, ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციასა და ჩართულ მხარეებს შორის პროფესიონალიზმზე დაფუძნებული თანამშრომლობის განმტკიცებას და ერთობლივი ძალისხმევით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფას.

საარჩევნო სიახლეებზე ჩართული მხარეების ინფორმირების ამოცანის გათვალისწინებით, სწავლების ცენტრმა შეხვედრის მონაწილეებთან შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა: ელექტრონული აპარატების გამოყენებით არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტები; ტექნოლოგიური სიახლეები და კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის პრაქტიკული ასპექტები; ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის გარანტირებულობა; არჩევანის ფარულობის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა; ინკლუზიური საარჩევნო გარემო და შესაბამისი მექანიზმები; კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა; 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩევლებისა და ჩართული მხარეებისთვის დანერგილი სერვისები.

შეხვედრაში მონაწილეობა 123-მა პირმა მიიღო, მათ შორის, 11 პოლიტიკური პარტიის 86-მა წარმომადგენელმა და 8 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 37-მა წარმომადგენელმა. დისტანციურ შეხვედრას ეუთოს/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მნიშვნელოვანია, რომ 17 სექტემბერს გამართული ღონისძიება ჩართული მხარეების განგრძობითი ინფორმირების პროგრამის შემადგენელი ნაწილია. წინარე პერიოდში, 6 სექტემბერს, ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა ტრენერებმა, ყველა მუნიციპალიტეტში, პირისპირ ფორმატში, საარჩევნო ელექტრონული აპარატების მუშაობის დემონსტრირების თანხლებით, ჩაატარეს სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობა პოლიტიკური პარტიების 597-მა წარმომადგენელმა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 277-მა წარმომადგენელმა მიიღო.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia