საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

განგრძობითი თანამშრომლობის ფარგლებში სწავლების ცენტრის დირექტორი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის ანალიტიკოსს შეხვდა

11.09.2024
ბეჭდვა

2024 წლის 10 სექტემბერს, სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის ანალიტიკოსს, რიში დატას შეხვდა.

ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საარჩევნო პროცესების წარმართვის ხელშეწყობის მიზნით, სწავლების ცენტრის დირექტორმა დეტალურად განიხილა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული გადამზადების პროგრამები. როგორც ნათია ზაალიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით საარჩევნო პერიოდში მიმდინარე სასწავლო პროგრამები არის მნიშვნელოვანი ნაწილი მასშტაბური პროექტისა, რომლის იმპლემენტაცია წლის დასაწყისიდანვე, არასაარჩევნო პერიოდში, დაიწყო და მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრატორების პროფესიონალიზმის განმტკიცებას, ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მისაწოდებლად.

საარჩევნო კომისიების კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტების ხელშეწყობის საკითხზე, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს ასევე მიეწოდა ინფორმაცია სერტიფიცირების საგამოცდო ციკლის შესახებ, რომლის ადმინისტრირება სწავლების ცენტრმა, ცესკოსთან თანამშრომლობით, 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში უწყვეტ რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით განახორციელა.

შეხვედრის ფორმატში ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის ასპექტებზე. პარტნიორობის ფორმატში შემუშავებული საინფორმაციო მასალები, სახელმძღვანელოები და დანერგილი სხვადასხვა ფორმატის სერვისები ნებისმიერ ამომრჩეველს, დაინტერესებულ პირს, აძლევს საარჩევნო ინფორმაციაზე თანაბარ წვდომას და საარჩევნო პროცესში სრულფასოვნად ჩართვის შესაძლებლობას. ამ მიმართებით სწავლების ცენტრის დირექტორმა ისაუბრა ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიის მექანიზმებზე, ჩართული მხარეების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებით შემუშავებულ საინფორმაციო-სასწავლო პროექტებსა და შექმნილ საჯარო პლატფორმაზე.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ კარგი პრაქტიკის შესაბამისად, სწავლების ცენტრი განგრძობითი თანამშრომლობის საფუძველზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას დაგეგმილ აქტივობებზე. სწავლების ცენტრი მნიშვნელოვნად აფასებს ინსტიტუციის საქმიანობის მიმართ საერთაშორისო  სადამკვირვებლო მისიის მაღალ ინტერესს, რაც საერთო მიზანს - დემოკრატიული საარჩევნო პროცესების მხარდაჭერას ემსახურება.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia