საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სწავლების ცენტრის დირექტორი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

21.08.2024
ბეჭდვა

2024 წლის 21 აგვისტოს, სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ნატაშა როთჩილდს შეხვდა.

შეხვედრის განხილვის საგანი არჩევნებისთვის მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროექტები იყო, რომლის მიზანი საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერების, სამოქალაქო საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მხარდაჭერის ხელშეწყობას უკავშირდება.

სწავლების ცენტრის დირექტორმა მისიის ხელმძღვანელს დეტალურად გააცნო საარჩევნო რეფორმის შესაბამისად განხორციელებული სერტიფიცირების გამოცდების მასშტაბური პროექტი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის, მათ შორის, საუბნო საარჩევნო კომისიების კვალიფიციური ხელმძღვანელი პირებითა და წევრებით დაკომპლექტების ამოცანას ეხმიანება.

ამასთან, ნათია ზაალიშვილმა მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული გადამზადების პროგრამებზე, რომელიც სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს პასუხობს, ითვალისწინებს საარჩევნო ადმინისტრატორების სიღრმისეულ ინფორმირებას საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესის სიახლეებზე და ემსახურება ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდებას.

შეხვედრის მნიშვნელოვან საკითხს ასევე ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მხარდაჭერის მიმართულებით შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო რესურსები და პროექტები წარმოადგენდა. ამ კუთხით განხილულ იქნა ის პრაქტიკა და სტანდარტები, რასაც სწავლების ცენტრი და საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების, ეთნიკური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების  და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით იყენებს.

სწავლების ცენტრის დირექტორმა, ყურადღება გაამახვილა საინფორმაციო სივრცის ხელმისაწვდომობაზე. ისაუბრა არჩევნებში ჩართული მხარეების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე და შეხვედრის მონაწილეებს გააცნო, ცესკოსა და სწავლების ცენტრის თანამშრომლობით, საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების როლისა და მანდატის გათვალისწინებით შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამები, რომლებიც, მათ შორის, განკუთვნილია ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისთვის, პოტენციური ქალი კანდიდატებისთვის, მედია საშუალებებისთვის, პენიტენციური სისტემისა და პოლიციის თანამშრომლებისთვის.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ივლისის თვეში დაიწყო.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718
19
202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia