საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაცია საქართველოს საარჩევნო სწავლების ცენტრის გამოცდილებას ეცნობა

28.03.2024
ბეჭდვა

ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში საარჩევნო ადმინისტრაციის, საპარლამენტო ასამბლეისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები შედიან, საარჩევნო გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

დღეს, დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს საარჩევნო სწავლების ცენტრის დირექტორს ნათია ზაალიშვილს შეხვდნენ. მან დელეგაციის წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სწავლების ცენტრის ინსტიტუციური მოწყობის და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ, განიხილა ამომრჩევლებისთვის, არჩევნებში ჩართული მხარეებისა და საარჩევნო კომისიებისთვის დანერგილი სასწავლო პროგრამები, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდების ადმინისტრირების პროცესი, ასევე გააცნო საარჩევნო კულტურის განვითარებაზე ორიენტირებით არასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდისთვის შემუშავებული სატრენინგო კონცეფციები.

ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ირენა ჰადჯიაბდიჩმა აღნიშნა, რომ დელეგაცია განსაკუთრებით დაინტერესებულია საქართველოს საარჩევნო სწავლების ცენტრის მუშაობით, რადგან  გეგმავენ მსგავსი ინსტიტუციის ჩამოყალიბებას და მათთვის არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს სწავლების ცენტრის მრავალწლიანი პროფესიული პრაქტიკის გაცნობა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდნენ  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს, რომლებმაც დელეგაციის წევრებს გაუზიარეს ინფორმაცია ელექტრონული არჩევნების დანერგვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების, საკანონმდებლო სიახლეების, არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის შესახებ. დელეგაციის წევრები ასევე გაეცნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობას.

ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ეუთოს ეგიდით ხორციელდება.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
7
8
910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia