საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

პირველი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებიდან 105 წელი გავიდა

16.02.2024
ბეჭდვა

14-16 თებერვალი საქართველოს არჩევნების ისტორიის გამორჩეული თარიღია. 105 წლის წინ, 1919 წლის 14 - 16 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.

აღნიშნულ არჩევნებს ორგანიზება გაუწია დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების ცენტრალურმა საპარლამენტო საარჩევნო კომისიამ ალექსანდრე ლომთათიძის ხელმძღვანელობით.

პირველი მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, მისმა მოადგილემ, ცესკოს  წევრებმა, საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა პატივი მიაგეს ალექსანდრე ლომთათიძის ხსოვნას. მათ დიდუბის პანთეონში მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, „დიდია ალექსანდრე ლომთათიძის და მაშინდელი ცესკოს სხვა წევრების წვლილი საქართველოში საარჩევნო კულტურის განვითარების თვალსაზრისით. დღეს ჩვენ ბატონი ალექსანდრე ლომთათიძის ხსოვნას მივაგეთ პატივი და ამით სწორედ მის განსაკუთრებულ ღვაწლს გვინდა გავუსვათ ხაზი. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული დამფუძნებელი კრების არჩევნები  საქართველოს დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.“

დამფუძნებელი კრების არჩევნები გამორჩეული იყო საყოველთაობის მაღალი ხარისხით - საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა ხმის მიცემის უფლებას აძლევდა 20 წლის ასაკიდან ყველა მოქალაქეს, სქესისა და წარმომავლობის განურჩევლად; საქართველოს დამფუძნებელ კრებაში აირჩიეს 5 ქალი, მაშინ როდესაც იმდროინდელი მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობაში ქალებს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ; არჩევნებში ხმის მიცემისა და დეპუტატად არჩევის საშუალება მიეცათ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს.  სულ არჩევნებში მონაწილეობა 15-მა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო. ამ არჩევნებით ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და საფუძველი ჩაუყარა საარჩევნო კულტურას, რომლის განვითარებასა და გაძლიერებას დღესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617
18
19202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia