საგრანტო კონკურსის მიზანი
საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობითა და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) პარტნიორობით, “სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუციებისა და პროცესების ხელშეწყობა“ პროექტის ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია იმ პროექტების გამოვლენა, რომელთა განხორციელება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საარჩევნო პროცესისადმი სოციალური განწყობის გაუმჯობესებას, მიმდინარე საარჩევნო წელს ელექტორატის აქტიურ მონაწილეობას, ამომრჩეველთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო, საგანმანათლებლო კამპანიების ორგანიზება/ჩატარებას.
საგრანტო პროექტი უნდა ეხმიანობოდეს კონკურსით გაცხადებულ მიზნებს და ასახავდეს არასამთავრობო ორგანიზაციის სტრატეგიულ ხედვას ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებული ამომრჩევლების, იძულებით გადაადგილებული პირების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლების ან/და ქალთა ჯგუფების ინფორმირების, საარჩევნო კულტურის განვითარებისა და არჩევნებში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხებზე.
საგრანტო თემატიკა
საზოგადოების ინფორმირების კამპანია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის
საგრანტო პროექტის ძირითადი მიმართულებები
ამომრჩეველთა ჯგუფები, რომელზეც გავრცელდება პროექტი, უნდა გამოვლინდეს წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიის საფუძველზე და შეიძლება მოიცავდეს ქვემოთ დასახელებულ მინიმუმ ერთ-ერთ ან მეტ სამიზნე ჯგუფს:
პროექტი უნდა ითვალისწინებდეს სამიზნე ჯგუფებისათვის რელევანტური საგანმანათლებლო/საინფორმაციო ხასიათისა და არჩევნებში მათი აქტიური მონაწილეობის წახალისებაზე ორიენტირებული არანაკლებ ორი საჯარო (როლური, თეატრალიზებული სახის), მასშტაბური ღონისძიების ჩატარებას/ორგანიზებას და სხვა საგანმანათლებლო, საინფორმაციო საქმიანობებს.
ეთნიკურ ჯგუფებთან დაკავშირებული პროექტი უნდა განხორციელდეს ენობრივი, რიგ შემთხვევაში ტრადიციულ/რელიგიური ბარიერების გათვალისწინებით (ეთნიკურ უმცირესობათა ენაზე საგანმანათლებლო მასალების მომზადება და სხვ.).
საგრანტო პროექტის განხორციელების ადგილი
საგრანტო პროექტი უნდა განხორციელდეს აპლიკანტის შეხედულებისამებრ შერჩეულ საქართველოს ერთ ან რამდენიმე რეგიონში (სამეგრელო, შიდა ქართლი - გორი, ქვემო ქართლი, სამცხე - ჯავახეთი, კახეთი და ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მათ სპეციალურ, კომპაქტურ დასახლება(ებ)ში).
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები
არაუმეტეს 4000 ლარისა - რომელიც განხორციელდება აპლიკანტის შეხედულებისამებრ შერჩეულ საქართველოს ერთ რეგიონში
არაუმეტეს 7000 ლარისა - რომელიც განხორციელდება აპლიკანტის შეხედულებისამებრ შერჩეულ საქართველოს ორ ან მეტ რეგიონში
ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა
კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის რეგისტრირებულ, საქართველოს რეგიონში მოქმედ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია). უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომელთაც აქვთ ამ საგრანტო საკონკურსო განაცხადში აღნიშნულ პრიორიტეტულ რეგიონ(ებ)ში მუშაობის გამოცდილება და წარმოადგენენ ადგილობრივ ან/და რეგიონულ ორგანიზაციას.
დამატებითი მოთხოვნები არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირებით
სამიზნე ჯგუფებთან პროექტით განსაზღვრული საქმიანობის ეფექტიანად უზრუნველყოფის მიზნით, პროექტში მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციის შესაძლებლობების შეფასება/აღწერა, საარჩევნო, ამომრჩეველთა ინფორმირების ან/და სამოქალაქო განათლების პროექტების განხორციელების გამოცდილება (განაცხადში უნდა მიეთითოს ორგანიზაციის მიერ განხორციელებული მსგავსი ხასიათის პროექტები, პარტნიორი/დონორი ორგანიზაციების მითითებით - ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად (დანართი 1 შესაბამისად);
ბ) საგრანტო პროექტის აღწერა და დასაბუთება (დანართი #2 შესაბამისად);
გ) პროექტის დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი (დანართი #3 შესაბამისად);
დ) პროექტის ერთგვერდიანი რეზიუმე;
ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (2013 წლის მდგომარეობით) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი;
ვ) სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს აპლიკანტს და წარმოდგენილ საგრანტო პროექტს.
შენიშვნა:
არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება
საგრანტო კონკურსის გრაფიკი:
კონკურსის გამოცხადება - 27 მაისი, 2013 წელი
საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადა - 7 - 17 ივნისის ჩათვლით, 2013 წელი
პროექტების განხილვა - 24 ივნისი, 2013 წელი
კონკურსის შედეგები - 26 ივნისი, 2013 წელი
ხელშეკრულებების გაფორმება - 3 - 4 ივლისი, 2013 წელი
გრანტის მიმღებ ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა და საარჩევნო ტრენინგი - 8- 12 ივლისი
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს:
წერილობითი და ელექტრონული ფორმით (CD), საგრანტო კონკურსის გრაფიკში მითითებული საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადის დაცვით, 10:00 - 18:00 საათამდე, (შაბათ-კვირის გარდა), მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი.
განმხილველი ორგანო:
საგრანტო პროექტების კონკურსის მიზნებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს საკონკურსო კომისია პროექტების წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუსწრებლად.
კომისია უფლებამოსილია საგრანტო პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვოს პროექტის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში შესაბამისი ინფორმაცია წერილობით წარუდგინოს კომისიას.
საკონკურსო კომისიის მიერ საგრანტო პროექტების შეფასება მოხდება დანართში მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად.
კონკურსანტებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით, ინფორმაცია შერჩეული პროექტის/პროექტების შესახებ აგრეთვე განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.electionreforms.ge
საკონტაქტო ინფორმაცია: 2 61 21 11