საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საჯარო სკოლებში საინფორმაციო-სასწავლო კურსის „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ განხორციელება დასრულდა

17.11.2023
ბეჭდვა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, 2023 წლის 26 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საჯარო სკოლებში საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ განახორციელა. პროექტმა 64 მუნიციპალიტეტში განლაგებული 315 საჯარო სკოლა მოიცვა.

ახალგაზრდების ინფორმირებულ ამომრჩევლებად ჩამოყალიბების კომპლექსური ამოცანის შესაბამისად განახლდა სასწავლო პროგრამა. სხვადასხვა საარჩევნო საკითხის განხილვისას, XI-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია არჩევნების მოდერნიზაციის შესახებ, კენჭისყრის პროცესის ელექტრონული აპარატებით ჩატარების სიახლეებზე და ამომრჩევლებისთვის დანერგილი საარჩევნო სერვისების თაობაზე, ასევე განიხილეს ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების გამოყენების წესი და ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა.

თეორიულ საკითხებთან ერთად მოსწავლეებმა პრაქტიკული სწავლებაც გაიარეს. გაიმართა ხმის მიცემის იმიტირებული პროცესები, რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდებში მოტივაციის გაძლიერებას უფრო მეტად დაინტერესდნენ საარჩევნო პროცესებით და გახდნენ აქტიური მონაწილეები.

მოსწავლეებმა სასწავლო კურსი პოზიტიურად შეაფასეს. უკუგების ფორმატში მათ აღნიშნეს, რომ პროგრამა დაეხმარათ ზედმიწევნით გასცნობოდნენ ტექნოლოგიურ სიახლეებს საარჩევნო პროცესში, და რაც მთავარია, ნათლად დაინახეს თითოეული ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა როგორც არჩევნებში, ისე ზოგადად სახელმწიფოს დემოკრატიულად განვითარების პროცესში.

2023 წელს განხორციელებული სასწავლო პროგრამა გაიარა 315 საჯარო სკოლის 6597 მოსწავლემ (ქალი-3951; კაცი-2646), მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში (თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, გარდაბანი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა) განლაგებული 45 საჯარო სკოლის 893 მოსწავლემ (ქალი-552; კაცი- 341).

პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება და ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. დღემდე საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა 64 მუნიციპალიტეტში განლაგებული 1353 საჯარო სკოლის XI-XII კლასის 26000-მდე მოსწავლემ გაიარა. 

ცესკო და სწავლების ცენტრი გულითად მადლობას უხდის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, საჯარო სკოლების დირექციასა და მოსწავლეებს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
1920
21
22232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia