საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

პარტნიორ უნივერსიტეტებში საარჩევნო სამართლის დარგში სასწავლო პროგრამის განხორციელება გრძელდება

14.03.2022
ბეჭდვა

ცესკო და სწავლების ცენტრი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან  აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს.

უნივერსიტეტებთან პარტნიორობის ფარგლებში სწავლების ცენტრი ყოველწლიურად, გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრში, ახორციელებს საავტორო პროგრამას საარჩევნო სამართლის დარგში.

2010 წლიდან გაფორმებულ მემორანდუმს მიმდინარე წელს კიდევ ერთი უნივერსიტეტი შემოუერთდა და ამჟამად, ცესკო და სწავლების ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს თბილისსა და რეგიონებში მოქმედ 16 უნივერსიტეტთან.

ამ ეტაპისთვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრული სწავლება იურიდიული, სოციალური მეცნიერებების და ჟურნალისტიკის ფაკულტეტების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ცხრა უნივერსიტეტში დაიგეგმა: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; ალტე უნივერსიტეტი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტებში საარჩევნო სამართლის საავტორო პროგრამას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ლექტორები განახორციელებენ. პროგრამა თანამედროვე სწავლების სტრატეგიას ეფუძნება - დიდი ყურადღება ეთმობა სტუდენტების როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკაში პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწას. ამ მიზნით, ფაკულტეტების გათვალისწინებით, სტუდენტების მონაწილეობით ეწყობა იმიტირებული სასამართლო პროცესები, საარჩევნო დებატ-კლუბები და კონკურსები არჩევნების პოპულარიზაციის თემატიკაზე.

პროგრამის მონაწილე სტუდენტები დეტალურად ეცნობიან არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს, საკანონმდებლო სიახლეებსა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დანერგილ სერვისებს. ამ მიმართებით, სასწავლო კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე სტუდენტებთან საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება.

ეფექტიან სასწავლო შედეგზე ორიენტირებით, სწავლების ცენტრის მიერ სტუდენტებისთვის შემუშავებული დამხმარე სახელმძღვანელო და პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული ქმნის მნიშვნელოვან სასარგებლო რესურსს; სტუდენტებისგან მიღებული უკუგების მიხედვით, აღნიშნული რესურსი ამარტივებს საარჩევნო კოდექსში გადმოცემული კომპლექსური საკითხების გააზრებას და ამასთან, ხელს უწყობს ცოდნის გამდიდრებას საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლით.

სასწავლო პროგრამა ეხმიანება საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის სტრატეგიულ პრიორიტეტს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის განმტკიცებასა და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე დარგობრივი სპეციალისტების მომზადებას საარჩევნო სამართლის დარგში.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia