საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

14.09.2020
ბეჭდვა

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით სწავლების ცენტრის მიერ, 2020 წლის 6 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, დაფინანსებულმა 21 ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს რეგიონებში განახორციელა საინფორმაციო-სასწავლო პროგრამები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავდა ადამიანური რესურსის გაძლიერებას პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნებისთვის აღიჭურვებიან უფლებით დანიშნონ წევრები ან/და წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიებსა და საუბნო საარჩევნო კომისიებში, 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის.    

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ საკითხებს:

  • არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები;
  • ძალადობისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო;
  • დეზინფორმაციის გავლენა სანდო საარჩევნო გარემოზე;
  • პარტიის როლი უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში;
  • ჩართული მხარეების საარჩევნო ეთიკა და პროფესიული სტანდარტები;
  • წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოება და შეზღუდვები;
  • საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაციები.

აღსანიშნავია, რომ საგრანტო პროექტების განხორციელების პროცესში სწავლების ცენტრმა, კონტრიბუციის სახით, უზრუნველყო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების სწავლება შემდეგ მოდულებზე: საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის წესი; არჩევნების ორგანიზება (საარჩევნო ციკლი) და კენჭისყრის დღე; საჩივრის/განცხადების შედგენის საფუძველი და ტექნიკა.

ამასთან, საგრანტო პროექტების მიმდინარეობისას ჩატარებულ საინფორმაციო შეხვერდებზე საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა, საარჩევნო ადმინისტრაციის  საინფორმაციო კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ფარგლებში, მონაწილეებს კომპეტენციის შესაბამისად მიაწოდეს ინფორმაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხზე. აღნიშნული საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციის გაძლიერებას ამომრჩევლებთან და არჩევნებში ჩართულ სხვა მხარეებთან.

ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საარჩევნო ადმინისტრაციისა და სწავლების ცენტრის პარტნიორობით ჩატარებულ საინფორმაციო-სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 39 პოლიტიკური პარტიის (მათ შორის, 19 კვალიფიციური და 20 არაკვალიფიციური პარტიის) 1816 წარმომადგენელმა. შეხვედრები პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართა.

საგრანტო პროექტები  ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, გურია და აჭარა), 2020 წლის 15 ივნისიდან - 14 სექტემბრის პერიოდში განხორციელდა.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia