სწავლების ცენტრის მიერ 2020 წლის 6 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული 30 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აგრძელებს სასწავლო პროექტების განხორციელებას შემდეგი მიმართულებით:
პირველი მიმართულება - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა;
მეორე მიმართულება - ახალგაზრდა ამომრჩეველი საარჩევნო პროცესში.
პირველ მიმართულებაზე დაფინანსებული 21 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტები ითვალისწინებს ისეთი მნიშვნელოვანი საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანური რესურსის გაძლიერებას პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნებისთვის აღიჭურვებიან უფლებით დანიშნონ წევრები ან/და წარმომადგენლები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში. მონაწილეები სასწავლო პროგრამების ფარგლებში ეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსში პირველ მიმართულებაზე გამარჯვებულად გამოვლენილ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციის პირობებში, პროექტების განხორციელების პროცესში გათვალისწინებულია კონტრიბუციის განხორციელება სწავლების ცენტრის მხრიდან, ბენეფიციარი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის შემდეგი მოდულების სწავლების კუთხით:
კონტრიბუციის ფორმატში ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის თანამშრომლები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები, რომელთა გადამზადება 2020 წლის 8-14 ივლისის პერიოდში დისტანციურად ინსტრუქტაჟის ფორმატში განხორციელდა.
აღნიშნულ საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის შეხვერდებზე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეებს ასევე მიაწოდებენ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციის გაძლიერებას ამომრჩევლებთან და არჩევნებში ჩართულ სხვა მხარეებთან, მათთვის ინფორმაციის მიწოდებას კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხზე.
მეორე მიმართულების საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტები ითვალისწინებს ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის საინფორმაციო/სასწავლო პროგრამის განხორციელებას, რომელიც მოიცავს ბენეფიციარებისთვის ინფორმაციის მიწოდებას შემდეგ მოდულებზე:
საგრანტო პროექტები ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, გურია და აჭარა). პროექტების ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების გრაფიკი (2020 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით) განთავსებულია პროექტების რუკაზე. შემდგომი ეტაპის ღონისძიებები გრაფიკში აისახება ეტაპობრივად. გრაფიკი ასევე მოიცავს ინფორმაციას განხორციელებული ცვლილებების შესახებ.