სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი 2020 წლის 13 ივლისიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 3 ივლისის №41/2020 განკარგულებით განსაზღვრულ საგრანტო კონკურსის დაფინანსების შემდეგ მიმართულებაზე - „ამომრჩეველთა ინფორმირება 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის“.
საკონკურსო თემატიკა: „ამომრჩეველთა ინფორმირება 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის“
აღნიშნულ თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტები უნდა ითვალისწინებდეს 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდისა და არჩევნებში ამომრჩევლის გააქტიურების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის პროგრამების, საინფორმაციო კამპანიების, გადაცემების ან/და სხვა ფორმატის ღონისძიებების განხორციელებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის ღონისძიებები უზრუნველყოფდეს ელექტორატის ინფორმირებულობას არჩევნებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების წესსა და საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის უსაფრთხო პროცედურების საკითხებზე, საარჩევნო უფლებებსა და მათი რეალიზების პროცედურაზე (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპთან დაკავშირებით), აგრეთვე, სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს ამომრჩევლის მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთებას და წაახალისებს ამომრჩევლების (მათ შორის ახალგაზრდა ამომრჩევლების) აქტივობის ზრდას საარჩევნო პროცესში.
სამიზნე ჯგუფები, რომელზეც გავრცელდება პროექტი, უნდა მოიცავდეს ამომრჩეველთა ჯგუფს ზოგადად ან ქვემოთ დასახელებულ მინიმუმ ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს:
- ახალგაზრდები;
- ქალები;
- ეთნიკური უმცირესობები;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;
- იძულებით გადაადგილებულ პირები.
მნიშვნელოვანია, რომ სამიზნე ჯგუფების სახით ეთნიკური უმცირესობების ან/და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების იდენტიფიცირების შემთხვევაში, პროექტი განხორციელდეს ენობრივი, ტრადიციულ/რელიგიური ბარიერების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით.
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა: 2020 წლის 25 სექტემბერი - 25 ოქტომბერი.
საგრანტო პროექტის განხორციელების არეალი და დაფინანსების ფარგლები
საგრანტო პროექტის წარმოდგენა უნდა მოხდეს ქვემოთ განსაზღვრულ ერთ-ერთ არეალზე, შესაბამისი დაფინანსების ფარგლების გათვალისწინებით:
- თბილისი (მთაწმინდა, კრწანისი, ვაკე, საბურთალო) - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 40 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 20 000 ლარი.
- თბილისი (ისანი, სამგორი, ჩუღურეთი) - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 32 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 16 000 ლარი.
- თბილისი (დიდუბე, ნაძალადევი, გლდანი) - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 32 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 16 000 ლარი.
- კახეთი (საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო) – აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 40 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 20 000 ლარი.
- კახეთი (ყვარელი, ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა) – აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 40 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 20 000 ლარი.
- ქვემო ქართლი (რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი) - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 40 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 20 000 ლარი.
- ქვემო ქართლი (წალკა, თეთრიწყარო, დმანისი) - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 32 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 16 000 ლარი.
- შიდა ქართლი (კასპი, გორი, ქარელი, ხაშური) - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 40 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 20 000 ლარი.
- მცხეთა-მთიანეთი (მცხეთა, თიანეთი, დუშეთი, ყაზბეგი) - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 40 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 20 000 ლარი.
- სამცხე-ჯავახეთი (ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი) - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 32 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 16 000 ლარი.
- სამცხე-ჯავახეთი (ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა) - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 32 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 16 000 ლარი.
- იმერეთი (ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი) - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 32 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 16 000 ლარი.
- იმერეთი (ხარაგაული, საჩხერე, ჭიათურა) - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 32 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 16 000 ლარი.
- იმერეთი (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო) - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 32 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 16 000 ლარი.
- იმერეთი (ბაღდათი, სამტრედია, ვანი) - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 32 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 16 000 ლარი.
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი) - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 40 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 20 000 ლარი.
- სამეგრელო და ზემო სვანეთი (აბაშა, მარტვილი, სენაკი) - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 32 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 16 000 ლარი.
- სამეგრელო და ზემო სვანეთი (წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხობი) - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 32 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 16 000 ლარი.
- სამეგრელო და ზემო სვანეთი (ფოთი, ზუგდიდი, მესტია) - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 32 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 16 000 ლარი.
- გურია (ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი) - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 32 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 16 000 ლარი.
- აჭარა (ქობულეთი, ბათუმი, ხელვაჩაური) - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 32 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 16 000 ლარი.
- აჭარა (ხულო, ქედა, შუახევი) - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 32 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 16 000 ლარი.
შენიშვნა: საგრანტო თანხა ხელმისაწვდომი იქნება 2020 წლის 1 ოქტომბრიდან.
მიმართულების დაფინანსების ჯამური თანხა: 760 000 ლარი.
შენიშვნა:
- „გრანტის გაცემის წესის“ შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო განაცხადი.
- საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული მიზნიდან გამომდინარე, სავალდებულოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტი ითვალისწინებდეს საინფორმაციო ხასიათის პროგრამების ან/და სხვა ფორმატის ღონისძიებების ჩატარებას პროექტის განხორციელებისთვის განსაზღვრულ არეალში შემავალი ყველა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსიდან მოხსნის საფუძველია.
- რეკომენდებულია, რომ შრომის ანაზღაურების ხარჯი არ აღემატებოდეს საგრანტო პროექტის ბიუჯეტის 35%-ს, ხოლო პროექტის ხელმძღვანელის შრომის ანაზღაურება არ აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების ფონდის 35 %-ს. პროექტის ბიუჯეტირებისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციები.
- გამოცხადებული საგრანტო კონურსის ფარგლებში დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი და პროექტების განმახორციელებელი პირები საგრანტო პროექტების შესრულების პროცესში უნდა იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები, პროექტებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების პერიოდში თავი აარიდონ ისეთ მოქმედებას, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერად/წინააღმდეგ ქმედებად. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გამოიყენება „გრანტის გაცემის წესით“ განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები.
ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ხელმძღვანელი პირები ან/და კონკურსში წარსადგენად შემუშავებული პროექტის განმახორციელებელი პირები არიან: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; საგრანტო საკონკურსო კომისიის, კომისიის სამდივნოსა და მონიტორინგის ჯგუფის წევრი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებში იგულისხმება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე /წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.
საგრანტო კონკურსში წარსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია მითითებული წესის დაცვით:
ა) საგრანტო განაცხადი დანართიN1-ის ფორმის დაცვით (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD));
ბ) საგრანტო კონკურსის გამოცხადების (2020წლის 13 ივლისი) შემდეგ მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მონაცემებით დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გააჩნია შემდეგი ვალდებულებები: ყადაღა /აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა, მოვალეთა რეესტრი (ნაბეჭდი ფორმით).
განმხილველი ორგანო:
არასამთავრობო ორგანიზაციის საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებას, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „გრანტის გაცემის წესის“ შესაბამისად შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისია, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სხდომაზე დაუსწრებლად.
საგრანტო საკონკურსო კომისიის წევრების მიერ საგრანტო პროექტების შეფასება ხორციელდება საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების ფურცელში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად (დანართი N2).
საგრანტო კონკურსის შედეგების საჯაროობა:
საგრანტო კონკურსის მონაწილეებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით. ინფორმაცია საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ასევე განთავსდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ–გვერდებზე:
www.cesko.ge; www.electionreforms.ge
საგრანტო კონკურსის გრაფიკი:
- კონკურსის გამოცხადება: 13 ივლისი, 2020 წელი;
- საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა: 2020 წლის 13 ივლისიდან - 24 ივლისის ჩათვლით (შაბათ - კვირის გარდა), 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი, ცესკოს შენობა, მეხუთე სართული;
- საინფორმაციო შეხვედრები საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესთან დაკავშირებით: 2020 წლის 15 ივლისი, 15:00 საათი, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი, ცესკოს შენობა, მეხუთე სართული.
„გრანტის გაცემის წესი“ იხილეთ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11 (17)