საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

რეგიონებში სამოქალაქო საარჩევნო განათლების პროგრამები გრძელდება

18.10.2019
ბეჭდვა

2019 წლის 25 ივნისს სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში დაფინანსებული 39 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია საგრანტო პროექტების ფარგლებში აგრძელებს რეგიონებში სამოქალაქო საარჩევნო განათლების პროგრამების განხორციელებას.

არჩევნების პოპულარიზაციისა და საზოგადოებაში საარჩევნო კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამები მოქალაქეებისთვის ითვალისწინებს ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, როგორიცაა: საქართველოს არჩევნების ისტორია და თანამედროვეობა (სახელმწიფო მოწყობა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესი), აქტიური მოქალაქეობა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობა, საარჩევნო უფლებები და რეალიზება, გენდერული თანასწორობა არჩევნებში, ინკლუზიური არჩევნები (მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა საარჩევნო პროცესში), არჩევნების უსაფრთხოება და სხვა.

საგრანტო კონკურსის პირობების შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციებთან  თანამშრომლობით საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის პროექტები საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართულობით ხორციელდება. კონტრიბუციის ფარგლებში საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები უზრუნველყოფენ საგრანტო პროექტების ბენეფიციარი მოქალაქეების ინფორმირებას შემდეგ მოდულებზე:

  • დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი);
  • ამომრჩევლის ჩართულობა საარჩევნო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე და საარჩევნო უფლებების რეალიზების მექანიზმები (მათ შორის, ამომრჩეველთა სიაში თავის გადამოწმება, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობის წესი, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა);
  • საარჩევნო ადმინისტრაციის და სხვა ჩართული მხარეების ფუნქციები და როლი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად;
  • საარჩევნო ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხები.

კონტრიბუციის ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად, სწავლების ცენტრმა ზემოაღნიშნული მოდულების გათვალისწინებით პრაქტიკული სწავლების პროგრამა შეიმუშავა, რომლის მიხედვით ტრენერად ჩართული საოლქო საარჩევნო კომისიების 90 წევრი გადაამზადა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული კონტრიბუციის ფორმატში ასევე უზრუნველყოფილია საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებში არსებული დარბაზების უსასყიდლოდ ხელმისაწვდომობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საგრანტო პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი ტრენინგების ჩასატარებლად. 

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საოლქო საარჩევნო კომისიებთან სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული კომუნიკაციის შედეგად შემუშავებული ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკებში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  1234
5
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia