სწავლების ცენტრის მიერ 2019 წლის 18 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების განხორციელება დასრულდა. კონკურსის პირობების შესაბამისად განსაზღვრულ მიმართულებებზე სულ დაფინანსდა 47 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათგან პირველ მიმართულებაზე დაფინანსებული 23 არასამთავრობო ორგანიზაციის საგრანტო პროექტები ითვალისწინებდა 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფის ინიციატივას, ხოლო მეორე მიმართულებაზე დაფინანსებული 24 არასამთავრობო ორგანიზაციის საგრანტო პროექტები მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ამომრჩევლების საარჩევნო ცნობიერებისა და სამოქალაქო კულტურის ამაღლების ხელშეწყობას.
საგრანტო კონკურსის პირობების შესაბამისად, წელს პირველად მოხდა გამარჯვებულად გამოვლენილ საგრანტო პროექტებში კონტრიბუციის განხორციელება საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, რაც ითვალისწინებდა საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების მიერ საგრანტო პროექტების ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილე ბენეფიციარი მოქალაქეებისთვის, კომპეტენციის შესაბამისად, საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას.
კონტრიბუციის უზრუნველყოფის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საოლქო საარჩევნო კომისიებთან სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული კომუნიკაციის შედეგად შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომლის შესაბამისად საგრანტო პროექტების ბენეფიციარებთან მიმდინარე წლის 2 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა 47 საინფორმაციო შეხვედრა, მათ შორის:
საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრების მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია შემდეგ ძირითად საკითხებზე: საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობა და უფლებამოსილებები, ინკლუზიური საარჩევნო გარემო, ტექნოლოგიური ინოვაციები საარჩევნო პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისები, მათ შორის, მიმდინარე წელს დაგეგმილი საარჩევნო/საგანმანათლებლო პროგრამები. აღნიშნული აქტივობა წარმოადგენს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 2019 წელს განსახორციელებელი საინფორმაციო კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ შემადგენელ ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას, საარჩევნო ცნობიერების ზრდას, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციასა და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას.
საგრანტო კონკურსის პირობების შესაბამისად, უშუალოდ სწავლების ცენტრის კონტრიბუციის ფარგლებში გაიმართა ოთხი საინფორმაციო შეხვედრა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციის პირობებში, რომლებიც პროექტებს ახორციელებდნენ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი). სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა ღონისძიებაში მონაწილე ახალგაზრდებთან დისკუსიის ფორმატში განიხილეს მოქალაქეთა საარჩევნო უფლებები და განხორციელების მექანიზმები, ასევე იმსჯელეს არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობის საკითხებზე. მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრის მონაწილეთა უშუალო ჩართულობით მოეწყო კენჭისყრის იმიტირებული პროცესი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა მოირგეს როგორც ამომრჩევლის, ისე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა როლები.