სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2019 წლის 25 ივნისიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 17 ივნისის №128/2019 განკარგულებით განსაზღვრულ საგრანტო კონკურსის დაფინანსების შემდეგ მიმართულებაზე - ამომრჩეველთა განათლება საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარებისათვის.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და სწავლების ცენტრის მიერ მოქალაქეთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელება, ასევე, „ინფორმირებული ამომრჩევლის“ მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები, თუ ბოლო წლების სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში ასახული რეკომენდაციები (მაგ., დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, 2018 წლის 28 ოქტომბერი) ადასტურებს საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის, საარჩევნო უფლებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების უწყვეტად განხორციელების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კონკურსის გამოცხადება მიზნად ისახავს ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წახალისებას ისეთი პროექტების უზრუნველსაყოფად, რომელიც საზოგადოებაში საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარებას უკავშირდება.
საკონკურსო თემატიკა: ამომრჩეველთა განათლება საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარებისათვის
ა) პროგრამული ნაწილი:
საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ეხმიანებოდეს ზემოაღნიშნულ მიზანს და ითვალისწინებდეს საინფორმაციო/სასწავლო პროგრამის განხორციელებას, რომელიც მიზანშეწონილია მოიცავდეს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას შემდეგ საკითხებზე: საქართველოს არჩევნების ისტორია და თანამედროვეობა (სახელმწიფო მოწყობა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესი), აქტიური მოქალაქეობა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობა, საარჩევნო უფლებები და რეალიზება, გენდერული თანასწორობა არჩევნებში, ინკლუზიური არჩევნები (მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა საარჩევნო პროცესში), არჩევნების უსაფრთხოება, ჩართული მხარეების როლი დემოკრატიული არჩევნების უზრუნველსაყოფად, არჩევნების პოპულარიზაციისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის უზრუნველსაყოფად სხვა საკითხები.
შენიშვნა:
ბ) კონტრიბუციის ნაწილი:
საგრანტო კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილ არასამთავრობო ორგანიზაციასთან კოორდინაციის პირობებში, პროექტის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება კონტრიბუცია საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, რაც შემდეგ ასპექტებს მოიცავს:
შენიშვნა:
არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საოლქო საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთობის კოორდინაციას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრი.
გ) საგრანტო პროექტის ბენეფიციარები:
ბენეფიციარები, რომელზეც გავრცელდება საგრანტო პროექტი, შეიძლება მოიცავდეს ამომრჩეველთა ჯგუფს ზოგადად, ან ქვემოთ დასახელებულ მინიმუმ ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს:
შენიშვნა:
დ) სხვა ფინანსური საკითხები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:
რეკომენდებულია, რომ შრომის ანაზღაურების ხარჯი არ აღემატებოდეს საგრანტო პროექტის ბიუჯეტის 35%-ს, ხოლო პროექტის ხელმძღვანელის შრომის ანაზღაურება არ აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების ფონდის 35 %-ს.
პროექტის ბიუჯეტირებისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის რეგულაციები.
ე) საგრანტო პროექტის განხორციელების არეალი და დაფინანსების ფარგლები
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები განისაზღვრება არეალების მიხედვით შემდეგი ოდენობით:
საქართველოს რეგიონები | საგრანტო პროექტის განხორციელების არეალი ოლქების მიხედვით | საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები |
თბილისი | N1 მთაწმინდა | არაუმეტეს 30 000 ლარისა |
N3 საბურთალო | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N7 ჩუღურეთი | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N10 გლდანი | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
კახეთის მხარე | N11 საგარეჯო | არაუმეტეს 30 000 ლარისა |
N12 გურჯაანი | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N13 სიღნაღი | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N14 დედოფლისწყარო | ||
N15 ლაგოდეხი | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N16 ყვარელი | ||
N17 თელავი | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N18 ახმეტა | ||
მცხეთა-მთიანეთის მხარე | N19 თიანეთი | არაუმეტეს 30 000 ლარისა |
N28 დუშეთი | ||
N27 მცხეთა | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
ქვემო ქართლის მხარე | N22 მარნეული | არაუმეტეს 30 000 ლარისა |
N23 ბოლნისი | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N24 დმანისი | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N25 წალკა | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N26 თეთრიწყარო | ||
შიდა ქართლის მხარე | N32 გორი | არაუმეტეს 30 000 ლარისა |
N33 ქარელი | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N35 ხაშური | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
სამცხე-ჯავახეთის მხარე | N36 ბორჯომი | არაუმეტეს 30 000 ლარისა |
N37 ახალციხე | ||
N38 ადიგენი | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N39 ასპინძა | ||
N40 ახალქალაქი | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N41 ნინოწმინდა | ||
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარე | N43 ონი | არაუმეტეს 30 000 ლარისა |
N44 ამბროლაური | ||
N45 ცაგერი | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N46 ლენტეხი | ||
იმერეთის მხარე | N48 ხარაგაული | არაუმეტეს 30 000 ლარისა |
N49 თერჯოლა | ||
N50 საჩხერე | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N51 ზესტაფონი | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N52 ბაღდათი | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N53 ვანი | ||
N55 ხონი | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N57 ტყიბული | ||
N58 წყალტუბო | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N59 ქუთაისი | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
გურიის მხარე | N60 ოზურგეთი | არაუმეტეს 30 000 ლარისა |
N61 ლანჩხუთი | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N62 ჩოხატაური | ||
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე | N63 აბაშა | არაუმეტეს 30 000 ლარისა |
N64 სენაკი | ||
N65 მარტვილი | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N66 ხობი | ||
N67 ზუგდიდი | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N68 წალენჯიხა | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N69 ჩხოროწყუ | ||
N70 ფოთი | ||
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა | N79 ბათუმი | არაუმეტეს 30 000 ლარისა |
N80 ქედა | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N82 შუახევი | არაუმეტეს 30 000 ლარისა | |
N81 ქობულეთი | არაუმეტეს 30 000 ლარისა |
შენიშვნა: არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო პროექტი, ოლქების მიხედვით დაყოფილ ერთ რომელიმე არეალში. კონკურსის მიზნებისთვის თითოეულ არეალში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული პროექტი.
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა: 2019 წლის 25 სექტემბერი - 25 ნოემბერი (2 თვე).
დაფინანსების ჯამური თანხა: 1 217 000 ლარი.
ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ხელმძღვანელი პირები ან/და კონკურსში წარსადგენად შემუშავებული პროექტის განმახორციელებელი პირები არიან: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; საგრანტო საკონკურსო კომისიის, კომისიის სამდივნოსა და მონიტორინგის ჯგუფის წევრი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებში იგულისხმება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.
საგრანტო კონკურსში წარსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია მითითებული წესის დაცვით:
ა) საგრანტო განაცხადი დანართიN1-ის ფორმის დაცვით (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD));
ბ) საგრანტო კონკურსის გამოცხადების (2019 წლის 25 ივნისი) შემდეგ მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მონაცემებით დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გააჩნია შემდეგი ვალდებულებები: ყადაღა /აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა, მოვალეთა რეესტრი (ნაბეჭდი ფორმით).
განმხილველი ორგანო:
არასამთავრობო ორგანიზაციის საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებას, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „გრანტის გაცემის წესის“ შესაბამისად შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისია, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სხდომაზე დაუსწრებლად.
საგრანტო საკონკურსო კომისიის წევრების მიერ საგრანტო პროექტების შეფასება ხორციელდება საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების ფურცელში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად (დანართი N2).
საგრანტო კონკურსის შედეგების საჯაროობა:
საგრანტო კონკურსის მონაწილეებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით. ინფორმაცია საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ასევე განთავსდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ–გვერდებზე:
www.cesko.ge; www.electionreforms.ge
საგრანტო კონკურსის გრაფიკი:
„გრანტის გაცემის წესი“ იხილეთ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11 (17)