სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2019 წლის 18 თებერვლიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 8 თებერვლის №2/2019 განკარგულებით განსაზღვრულ საგრანტო კონკურსის დაფინანსების შემდეგ მიმართულებებზე:
- პირველი მიმართულება - ამომრჩეველთა ინფორმირება 2019 წლის მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის
- მეორე მიმართულება - ახალგაზრდა ამომრჩევლების საარჩევნო ცნობიერების და სამოქალაქო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა
ამომრჩევლებისათვის საინფორმაციო სივრცის უზრუნველსაყოფად ზემოაღნიშნულ მიმართულებებზე საგრანტო კონკურსის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ინიციატივების მხარდაჭერა ეფუძნება საერთაშორისო/ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციებს და უშუალოდ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საარჩევნო პროცესის ანალიზის შედეგებს, რომელიც ცხადყოფს საინფორმაციო/საგანმანათლებლო პროგრამების სისტემატურად განხორციელების აუცილებლობას.
პირველი მიმართულების საკონკურსო თემატიკა - ამომრჩეველთა ინფორმირება 2019 წლის მაისში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის
2019 წლის მაისში გასამართ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის ზრდის ხელშეწყობისა და მათი ინფორმირების მიზნით, აღნიშნულ თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს საარჩევნო საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფის ინიციატივას, რომელიც ორიენტირებული იქნება ამომრჩევლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობის საკითხებზე და საარჩევნო უფლებების რეალიზების საკანონმდებლო მექანიზმებზე. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებდეს საინფორმაციო/სასწავლო ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას არამხოლოდ სემინარის/ტრენინგის ფორმატში, არამედ ასევე როლური, თეატრალიზებული ან სხვა ინოვაციური ღონისძიებების სახით. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები ორიენტირებული უნდა იყოს გენდერული ასპექტების გათვალისწინებასა და ხელშეწყობაზე.
პირველი მიმართულების საკონკურსო თემატიკის მიზნიდან გამომდინარე, საგრანტო პროექტის წარმოდგენა უნდა მოხდეს ქვემოთ განსაზღვრულ ერთ-ერთ არეალზე, შესაბამისი დაფინანსების ფარგლების გათვალისწინებით:
- პირველ არეალზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიის წარმოებას მთაწმინდის საარჩევნო ოლქის ფარგლებში, სადაც იმართება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები. აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 60 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 20 000 ლარი.
- მეორე არეალზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიის წარმოებას მარნეულის საარჩევნო ოლქის ფარგლებში, სადაც იმართება მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები. აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 80 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 20 000 ლარი.
- მესამე არეალზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიის წარმოებას ზესტაფონის საარჩევნო ოლქის ფარგლებში, სადაც იმართება მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები (იმ საარჩევნო უბნების საზღვრები, სადაც იმართება წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები, იხილეთ ბმულზე). აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 60 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 20 000 ლარი.
- მეოთხე არეალზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიის წარმოებას ჭიათურის საარჩევნო ოლქის ფარგლებში, სადაც იმართება მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები (იმ საარჩევნო უბნების საზღვრები, სადაც იმართება წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები, იხილეთ ბმულზე). აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 60 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 20 000 ლარი.
- მეხუთე არეალზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიის წარმოებას ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ფარგლებში, სადაც იმართება მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები. აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 80 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 20 000 ლარი.
- მეექვსე არეალზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიის წარმოებას ხულოს საარჩევნო ოლქის ფარგლებში, სადაც იმართება მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები. აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 60 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 20 000 ლარი.
- მეშვიდე არეალზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიის წარმოებას საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში შემავალი იმ საარჩევნო უბნების საზღვრებში (იხილეთ ბმულზე), სადაც იმართება წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები. აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 60 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 20 000 ლარი.
დაფინანსების ჯამური თანხა: 460 000 ლარი
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:
2019 წლის 15 აპრილი - 2019 წლის 15 მაისი (1 თვე)
შენიშვნა: კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე, არჩევნების დღის გამოცხადების შემდეგ, პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია, წაანაცვლოს პროექტის განხორციელების გრაფიკი საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად და აცნობოს სწავლების ცენტრს.
მეორე მიმართულების საკონკურსო თემატიკა - ახალგაზრდა ამომრჩევლების საარჩევნო ცნობიერების და სამოქალაქო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა
მეორე მიმართულების საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ახალგაზრდა ამომრჩევლების სამოქალაქო განათლების უზრუნველყოფის ინიციატივას, რომელიც ორიენტირებული იქნება ახალგაზრდა ამომრჩევლებისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე დემოკრატიული არჩევნებისა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობის საკითხებზე, საქართველოში სახელმწიფო მოწყობისა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესზე, ელექტორატსა და მის მიერ არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპის შესახებ, არჩევნების პოპულარიზაციასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის უზრუნველსაყოფად სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საინფორმაციო/საგანმანათლებლო პროგრამების მოდელირება, სასწავლო მასალების შემუშავება და სასწავლო მეთოდოლოგიის შერჩევა-გამოყენება მოხდეს ახალგაზრდა ამომრჩევლების ასაკისა და ინტერესების შესაბამისად. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები ორიენტირებული უნდა იყოს გენდერული ასპექტების გათვალისწინებასა და ხელშეწყობაზე.
მეორე მიმართულების საკონკურსო თემატიკის მიზნიდან გამომდინარე, საგრანტო პროექტის წარმოდგენა უნდა მოხდეს ქვემოთ განსაზღვრულ ერთ-ერთ არეალზე, შესაბამისი დაფინანსების ფარგლების გათვალისწინებით:
- თბილისი - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 90 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 30 000 ლარი.
- კახეთი - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 60 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 30 000 ლარი.
- ქვემო ქართლი - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 60 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 30 000 ლარი.
- შიდა ქართლი - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 60 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 30 000 ლარი.
- მცხეთა-მთიანეთი - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 60 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 30 000 ლარი.
- სამცხე-ჯავახეთი - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 60 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 30 000 ლარი.
- იმერეთი - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 90 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 30 000 ლარი.
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 60 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 30 000 ლარი.
- სამეგრელო და ზემო სვანეთი - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 60 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 30 000 ლარი.
- გურია - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 60 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 30 000 ლარი.
- აჭარა - აღნიშნულ არეალზე საგრანტო პროექტების დაფინანსების ჯამურ თანხას წარმოადგენს 60 000 ლარი, აქედან თითო საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებია არაუმეტეს 30 000 ლარი.
დაფინანსების ჯამური თანხა: 720 000 ლარი
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:
2019 წლის 15 აპრილი - 2019 წლის 15 ივნისი (2 თვე)
შენიშვნა:
- პირველი და მეორე მიმართულების საკონკურსო თემატიკებზე გამარჯვებულად გამოვლენილ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციის პირობებში უზრუნველყოფილი იქნება კონტრიბუცია საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, რაც ითვალისწინებს საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების მონაწილეობას საგრნატო პროექტების ფარგლებში ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრებში, რომლის ფარგლებში პროექტების ბენეფიციარი მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ, მათ შორის, 2019 წელს დაგეგმილი საარჩევნო/საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე.
- მეორე მიმართულების საკონკურსო თემატიკაზე გამარჯვებულად გამოვლენილ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციის პირობებში, რომლებიც პროექტებს განახორციელებენ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი), პროექტის განხორციელების პროცესში ასევე უზრუნველყოფილი იქნება კონტრიბუცია სწავლების ცენტრის მხრიდან, რაც ითვალისწინებს საინფორმაციო შეხვედრის ჩატარებას სამიზნე ჯგუფისთვის, რომლის ფარგლებში პროექტში მონაწილე ახალგაზრდების უშუალო ჩართულობით მოეწყობა იმიტირებული არჩევნები.
- სწავლების ცენტრის თანამშრომლებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების მიერ კონტრიბუციის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული შრომა და სამივლინებო ხარჯები ანაზღაურდება კონტრიბუციის განმახორციელებელი უწყებების მიერ.
ყურადღება:
- გამოცხადებული საგრანტო კონურსის ფარგლებში პირველ და მეორე მიმართულებაზე დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი და პროექტების განმახორციელებელი პირები საგრანტო პროექტების შესრულების პროცესში უნდა იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები, პროექტებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების პერიოდში თავი აარიდონ ისეთ მოქმედებას, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერად/წინააღმდეგ ქმედებად. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გამოიყენება „გრანტის გაცემის წესით“ განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები.
- „გრანტის გაცემის წესის“ შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო განაცხადი.
ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ხელმძღვანელი პირები ან/და კონკურსში წარსადგენად შემუშავებული პროექტის განმახორციელებელი პირები არიან: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; საგრანტო საკონკურსო კომისიის, კომისიის სამდივნოსა და მონიტორინგის ჯგუფის წევრი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებში იგულისხმება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.
საგრანტო კონკურსში წარსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია მითითებული წესის დაცვით:
ა) საგრანტო განაცხადი დანართიN1-ის ფორმის დაცვით (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD));
ბ) საგრანტო კონკურსის გამოცხადების (2019 წლის 18 თებერვალი) შემდეგ მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მონაცემებით დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გააჩნია შემდეგი ვალდებულებები: ყადაღა /აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა, მოვალეთა რეესტრი (ნაბეჭდი ფორმით);
განმხილველი ორგანო:
არასამთავრობო ორგანიზაციის საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებას, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „გრანტის გაცემის წესის“ შესაბამისად შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისია, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სხდომაზე დაუსწრებლად.
საგრანტო საკონკურსო კომისიის წევრების მიერ საგრანტო პროექტების შეფასება ხორციელდება საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების ფურცელში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად (დანართი N2).
საგრანტო კონკურსის შედეგების საჯაროობა:
საგრანტო კონკურსის მონაწილეებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით. ინფორმაცია საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ასევე განთავსდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ–გვერდებზე:
www.cesko.ge; www.electionreforms.ge
საგრანტო კონკურსის გრაფიკი:
- კონკურსის გამოცხადება: 2019 წლის 18 თებერვალი;
- საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა: 2019 წლის 19 თებერვლიდან - 4 მარტის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი, (ცესკოს შენობა), მეხუთე სართული;
- საინფორმაციო შეხვედრა საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესთან დაკავშირებით: 2019 წლის 22 თებერვალი, 15:00 საათი, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი (ცესკოს შენობა).
„გრანტის გაცემის წესი“ იხილეთ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11 (17)