სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2018 წლის 17 ივლისს აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 13 ივლისის №149/2018 განკარგულებით განსაზღვრულ საგრანტო კონკურსის დაფინანსების შემდეგ მიმართულებაზე: ადგილობრივი მაუწყებელი ამომრჩეველთა ინფორმირებისა და საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისთვის.
საკონკურსო თემატიკა: ადგილობრივი მაუწყებელი ამომრჩეველთა ინფორმირებისა და საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისთვის
აღნიშნულ საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ადგილობრივი ტელემაუწყებლის როლის გააქტიურებას ამომრჩევლებისთვის ხარისხიანი, პროფესიული და დამოუკიდებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. საგრანტო პროექტი უნდა მოიცავდეს 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის მედია პროდუქტის შექმნას (სატელევიზიო გადაცემები/რუბრიკები), რომელიც უზრუნველყოფს ელექტორატის ინფორმირებულობას არჩევნებისა და ამ პროცესში თითოეული მოქალაქის როლის მნიშვნელობაზე, ორიენტირებული იქნება ისეთი საინფორმაციო სივრცის შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ამომრჩევლის მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთებას და წაახალისებს ამომრჩევლების (მათ შორის ახალგაზრდა ამომრჩევლების) აქტივობის ზრდას საარჩევნო პროცესში.
გამოცხადებული კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე, ყურადღება მიექცევა საგრანტო პროექტების დაფინანსების საკითხს რეგიონულ ჭრილში.
ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს პროექტის განხორციელებას პარტნიორის სტატუსით წინასწარ განსაზღვრულ ადგილობრივ ტელემაუწყებელთან (გარდა თბილისისა). საგრანტო პროექტს უნდა დაერთოს ადგილობრივი ტელემაუწყებლის მხრიდან გამოხატული თანხმობის წერილი საგრანტო პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის თაობაზე.
დაფინანსების ჯამური თანხა: 185 000 ლარი
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები: 11 500 ლარი
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა: 21 სექტემბერი - 21 ოქტომბერი, 2018 წელი
შენიშვნა: კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე, არჩევნების დღის გამოცხადების შემდეგ, პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია, წაანაცვლოს პროექტის განხორციელების გრაფიკი საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად და აცნობოს სწავლების ცენტრს.
ყურადღება:
ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ხელმძღვანელი პირები ან/და კონკურსში წარსადგენად შემუშავებული პროექტის განმახორციელებელი პირები არიან: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; საგრანტო საკონკურსო კომისიის, კომისიის სამდივნოსა და მონიტორინგის ჯგუფის წევრი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებში იგულისხმება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.
საგრანტო კონკურსში წარსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია მითითებული წესის დაცვით:
ა) საგრანტო განაცხადი დანართიN1-ის ფორმის დაცვით (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD));
ბ) საგრანტო კონკურსის გამოცხადების (2018 წლის 17 ივლისი) შემდეგ მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მონაცემებით დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გააჩნია შემდეგი ვალდებულებები: ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა, მოვალეთა რეესტრი (ნაბეჭდი ფორმით);
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება, დებულება ან სხვა) (ნაბეჭდი ფორმით).
განმხილველი ორგანო:
არასამთავრობო ორგანიზაციის საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებას, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „გრანტის გაცემის წესის“ შესაბამისად შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისია, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სხდომაზე დაუსწრებლად.
საგრანტო საკონკურსო კომისიის წევრების მიერ საგრანტო პროექტების შეფასება ხორციელდება საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების ფურცელში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად (დანართი N2).
საგრანტო კონკურსის შედეგების საჯაროობა:
საგრანტო კონკურსის მონაწილეებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით. ინფორმაცია საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ასევე განთავსდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ–გვერდებზე:
www.cesko.ge; www.electionreforms.ge
საგრანტო კონკურსის გრაფიკი:
„გრანტის გაცემის წესი“ იხილეთ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11 (17)