საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ახალი ინიციატივის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ შედეგების განხილვა

26.06.2017
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ შედეგები განიხილა. ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა, სწავლების ცენტრის დირექტორმა და პროექტის შემუშავების უზრუნველსაყოფად შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხვა წევრებმა შეხვედრები გამართეს საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც იმსჯელეს მიღებულ გამოცდილებაზე და განიხილეს პროექტის მიმდინარეობისას ამომრჩეველთა მიერ გამოხატული მოსაზრებები.

ამ ეტაპზე შემაჯამებელი შეხვედრები ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა, სადაც მონაწილობა დასავლეთ საქართველოს და თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა მიიღეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ ამომრჩევლებს ვუთხარით თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, მივაწოდეთ ინფორმაცია, უშუალოდ ვეკონტაქტეთ, ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ მოვისმინეთ მათი მოსაზრებები. ასევე საინტერესოა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის გარდა 500-მდე ახალგაზრდა მოხალისე იყო ჩართული ამ პროექტში და უშუალოდ სოფელ-სოფელ, კარდაკარ დავდიოდით ამომრჩევლებთან და ვეუბნებოდით მათი უფლებების, მათი სამოქალაქო ვალდებულებების შესახებ, მომავალი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ და ჩვენ ვიყავით უფრო ახლოს ამომრჩეველთან. ჩვენ მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, რეკომენდაციები  და მათი სურვილები რაც დახვეწს ჩვენს საქმიანობასა და იმ სერვისებს, რასაც ჩვენ ამომრჩევლებს ვთავაზობთ“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

პროექტი „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ 2017 წელს პირველად განხორციელდა. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავდა 2017 წელს გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირებას, საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებასა და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა და მოხალისეებმა მუნიციპალიტეტების ცენტრებსა და სოფლების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამომრჩევლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართეს. მათ მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საინფორმაციო ბარათები დაურიგეს და საკუთარი საარჩევნო უფლებების თაობაზე ესაუბრნენ. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისებისა და საჭიროებების შესახებ დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი ამომრჩეველთა მოსაზრებების ბარათში.

გარდა ამისა, საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართა საჯარო შეხვედრები - „ამომრჩევლის დღე“. შეხვედრაზე მისულ დაინტერესებულ პირებს საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები აწვდიდნენ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მნიშვნელობის, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ.

საერთო ჯამში 73 საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე  450 შეხვედრა გაიმართა, რომელშიც 48 174-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილობა. პროექტი 24 აპრილიდან 31 მაისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტების ცენტრებსა და სოფლებში, საოლქო საარჩევნო კომისიების 340 წევრისა და 491 მოხალისის ჩართულობით განხორციელდა.

პროექტის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ანგარიში იხილეთ ბმულზე.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia