სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2017 წლის 3 თებერვლიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს შემდეგ მიმართულებაზე - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის.
სიტუაციური ანალიზი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2015-2019 წლის სტრატეგიული გეგმის მიხედვით ქვეყანაში საარჩევნო კულტურის განვითარების მიზნის ეფექტიანად განხორციელება, სხვადასხვა ასპექტებთან ერთად, უკავშირდება არჩევნებში ჩართული მხარეებისათვის საარჩევნო საინფორმაციო /საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების აუცილებლობას. საარჩევნო პერიოდში ფართო არეალის სასწავლო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ცესკომ 2016 წელს განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება, საგრანტო კონკურსის დაფინანსების მიმართულებად გამოეცხადებინა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის. აღნიშნულ თემატიკაზე გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებზე დაფინანსდა 9 საგრანტო პროექტი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში (73 საარჩევნო ოლქის ჭრილში) განხორციელდა. საგრანტო პროექტებით შეთავაზებულმა სასწავლო პროგრამებმა არჩევნებთან მიმართებით სამართლებრივი და სხვა ზოგად-კონცეპტუალური საკითხები მოიცვა. აღსანიშნავია, რომ საგრანტო პროექტების განხორციელების პროცესში სწავლების ცენტრმა კონტრიბუციის სახით უზრუნველყო პარტიების წარმომადგენლების სწავლება არჩევნების საკანონმდებლო რეგულაციებზე. სტატისტიკური მონაცემებით სასწავლო კურსი 23 პოლიტიკური პარტიის (მათ შორის, 11 კვალიფიციური და 12 არაკვალიფიციური პარტიის) 1431-მა წარმომადგენელმა გაიარა.
საგრანტო პროექტებში მონაწილეთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით გამოიკვეთა პარტიებისთვის საარჩევნო საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტების გაგრძელების მოთხოვნა. ჩართული მხარეების მიერ გამოხატული მაღალი ინტერესისა და 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების გათვალისწინებით ცესკომ 2017 წლის 20 იანვრის №1/2017 განკარგულებით საგრანტო კონკურსის დაფინანსების მიმართულებად კვლავ განსაზღვრა საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნებისთვის აღიჭურვებიან უფლებით დანიშნონ წევრები ან/და წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიებსა და საუბნო საარჩევნო კომისიებში.
საკონკურსო თემატიკა - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის
საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული მიზნიდან გამომდინარე, სავალდებულოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტი ითვალისწინებდეს პოლიტიკური პარტიებისთვის სასწავლო პროგრამის განხორციელებას, რომელიც მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა მოდულს:
შენიშვნა:
საგრანტო კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილ არასამთავრობო ორგანიზაციასთან კოორდინაციის პირობებში, პროექტის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება კონტრიბუცია სწავლების ცენტრის მხრიდან სამიზნე ჯგუფებისათვის შემდეგი მოდულების სწავლების კუთხით:
შენიშვნა:
საგრანტო პროექტის სამიზნე ჯგუფები
პოლიტიკური პარტიების ადამიანური რესურსის საარჩევნო შესაძლებლობებისა და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით სამიზნე ჯგუფების დაკომპლექტების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია შეასრულოს ქვემოთ მოცემული ყველა მოთხოვნა, კერძოდ:
ა) სწავლების ცენტრს უნდა წარედგინოს:
ბ) პარტიებიდან მიღებული თანხმობის წერილები ხელმოწერილი უნდა იყოს პარტიების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. პარტიებისთვის დაგზავნილი მოწვევის წერილები და პარტიებიდან მიღებული თანხმობის წერილები სწავლების ცენტრს უნდა წარედგინოს არასამთავრობო ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტის მისამართზე აღნიშნული მოთხოვნის შესახებ შეტყობინების განხორციელებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (წერილების წარმოდგენა უნდა მოხდეს ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD)).
შენიშვნა: ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.
გაითვალისწინეთ: თანაბარი პირობებისა და პროპორციულობის უზრუნველსაყოფად, კონკურსის მიზნებისთვის ოცი კვალიფიციური პოლიტიკური პარტიიდან იმ პარტიებს, რომლებსაც აქვთ კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის უფლება (შვიდი პარტია), უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შესაბამის არეალში (არეალები იხილეთ ქვემოთ) მოქმედ თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმართებაში სამიზნე ჯგუფში წარადგინონ პარტიის ორი წარმომადგენელი, ხოლო დანარჩენ პარტიებს (როგორც კვალიფიციურ, ისე არაკვალიფიციურ პარტიებს) - თითო წარმომადგენელი.
საგრანტო პროექტის განხორციელების არეალი და დაფინანსების ფარგლები
საგრანტო პროექტისთვის, რომელიც კონკურსის მიზნებისთვის მოიცავს პოლიტიკური პარტიებიდან წარდგენილი წარმომადგენლების მაქსიმალურ რაოდენობას (33 წარმომადგენელს ქვემოთ განსაზღვრული არეალის ფარგლებში მოქმედ თითო საოლქო საარჩევნო კომისიაზე გათვლით), დაფინანსების ფარგლები განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
შენიშვნა:
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა
საგრანტო პროექტის განხორციელების პერიოდი შეიძლება მოიცავდეს:
ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ხელმძღვანელი პირები ან/და კონკურსში წარსადგენად შემუშავებული პროექტის განმახორციელებელი პირები არიან: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; საგრანტო საკონკურსო კომისიის, კომისიის სამდივნოსა და მონიტორინგის ჯგუფის წევრი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებში იგულისხმება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.
საგრანტო კონკურსში წარსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია მითითებული წესის დაცვით:
ა) საგრანტო განაცხადი დანართი №1-ის ფორმის დაცვით (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD));
ბ) საგრანტო კონკურსის გამოცხადების (2017 წლის 3 თებერვლის) შემდეგ მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მონაცემებით დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გააჩნია შემდეგი ვალდებულებები: ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა, მოვალეთა რეესტრი (ნაბეჭდი ფორმით);
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება, დებულება ან სხვა) (ნაბეჭდი ფორმით).
განმხილველი ორგანო
საგრანტო საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო დოკუმენტაციის განუხილველად დატოვების შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ, საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსიდან მოხსნის შესახებ. საგრანტო საკონკურსო კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებებს იღებს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სხდომაზე დაუსწრებლად.
საგრანტო საკონკურსო კომისიის წევრების მიერ საგრანტო პროექტების შეფასება ხორციელდება საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების ფურცელში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად (იხ. დანართი №2).
საგრანტო კონკურსის შედეგების საჯაროობა
საგრანტო კონკურსის მონაწილეებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით. ინფორმაცია საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ასევე განთავსდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ–გვერდებზე.
გრაფიკი
„გრანტის გაცემის წესი“ იხილეთ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11