საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა“ შემაჯამებელი შეხვედრა

15.11.2016
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ერთ-ერთი წარმატებული სასწავლო პროექტის - „საარჩევნო განვითარების სკოლის“ შედეგები შეაჯამა. ორდღიან შეხვედრაზე იმსჯელეს პროექტით მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა მონაწილეებთან ერთად განიხილეს სასწავლო მოდულები, პრაქტიკული სავარჯიშოები, ზოგადად სწავლების მეთოდოლოგია და გამოვლენილი ხარვეზები.

შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლები, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, რომლებიც იმავდროულად „საარჩევნო განვითარების სკოლის“ ტრენერები არიან; ასევე ევროსაბჭოს (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლები.

პროექტზე მსჯელობისას თამარ ჟვანიამ მის საერთაშორისო წარმატებაზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, რამდენიმე ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაც იგეგმება - „ჩვენ ჩამოვიყვანთ რამდენიმე საარჩევნო ადმინისტრაციას, გავაცნობთ პროექტს და ვაჩვენებთ, როგორ უნდა ტარდებოდეს „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ახალგაზრდებისთვის მათ ქვეყნებში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი წარდგენილია საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) მიერ ორგანიზებულ საარჩევნო საკითხთა მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმზე, საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოზე, ნომინაციაში „მოქალაქეების ჩართულობა“ და დასახელებულია ფინალისტთა შორის. ჩვენ ვგეგმავთ, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ პროექტი, შევიტანოთ მასში სიახლეები და უზრუნველვყოთ ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა“ - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

ცესკომ პროექტი "საარჩევნო განვითარების სკოლა" 2015 წელს 10 საარჩევნო ოლქში დაიწყო. ახალგაზრდების დიდი ინტერესის გამო, 2015 წელს ერთის ნაცვლად, სამი კურსი ჩატარდა. პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, სკოლების რაოდენობა წელს გაორმაგდა და სწავლება 20 მუნიციპალიტეტში განხორციელდა. 2015-2016 წლებში საარჩევნო განვითარების სკოლებში სწავლება 1080 ახალგაზრდამ გაიარა.

სასწავლო კურსი 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი. მონაწილეები 10 დღის განმავლობაში იღებდნენ ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საარჩევნო სისტემები, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, ასევე გენდერული თანასწორობა.

საარჩევნო განვითარების სკოლა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროპის საბჭოს (CoE) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia