საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სწავლების ახალი პროგრამა და მეთოდები დანერგა

02.09.2011
ბეჭდვა

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ შემუშავდა მოდერნიზებული ”საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების ტრენინგების კონცეფცია”, რომელიც აყალიბებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების ახლებურ მიდგომას, მეთოდებს, მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 2 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, კონცეფციით შემოთავაზებული ექსპერიმენტალური სასწავლო პროგრამის პილოტირება დაიწყო თელავის #17 საარჩევნო ოლქში.

ახალი სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს საარჩევნო ადმინიტრაციის მოხელეების სწავლების პროცესში  კომპლექსურად სხვადასხვა მეთოდების, მათ შორის,  ნოვატორული მეთოდის - ელექტრონული სწავლების გამოყენებას.

ელექტრონული სწავლება განხორციელდება ცენტრის მიერ შემუშავებული ელექტრონული პროგრამით, რომელიც მოიცავს ტრენინგის მონაწილეთათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას ელექტრონული ფორმატით ვიზუალური და სქემატური ეფექტების გამოყენებით, რაც სწავლებისას შედეგის მიღწევის თვალსაზრისით საკმაოდ ეფექტურია. ტრენინგის მონაწილეთა სასწავლო პროცესში ჩართულობისა და მიღებული ინფორმაციის აღქმის ხარისხის გადამოწმების მიზნით, ელექტრონული სწავლება წარიმართება ინტერაქტიული მეთოდის ინტენსიური გამოყენებით. 

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის შემუშავებული სასწავლო პროგრამა ასევე ითვალისწინებს კომისიის ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) ტრენინგების მსვლელობისას ახალი პრაქტიკული მეთოდის იმპლემენტაციას, რომელიც გულისხმობს მონაწილეთა მიერ ტრენინგის დასკვნით ნაწილში შემაჯამებელი ტესტ-კითხვარის შევსებას.  

გარდა აღნიშნული სიახლეებისა, საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის ორგანიზებულად წარმართვის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრის მიერ მომზადდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთათვის განკუთვნილი სამახსოვრო ინსტრუქციები (იხ. ბიბლიოთეკა), რომლებშიც ქრონოლოგიურად და მარტივი ენით არის გადმოცემული კომიისის საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელობანი ღონისძიებები:

•    საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის ჩატარების ინსტრუქცია

•    სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების ინსტრუქცია

•    საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინსტრუქცია  (ე.წ ”Check-List”):

1.       წინასაარჩევნო პერიოდში გასატარებელი ღონისძიებები

2.       კენჭისყრის დღეს განსახორციელებელი ღონისძიებები

•    საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის ინსტრუქცია  (ე.წ ”Check-List”):

კენჭისყრის დღეს განსახორციელებელი ღონისძიებები

•    კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების ამსახველი ინსტრუქცია:

1.       ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრის ფუნქციები

2.       ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციები

3.       საარჩევნო კონვერტებსა და  ყუთზე ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციები

4.       გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრის ფუნქციები

 

საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 2 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, ცენტისმიერ ასევე მომზადდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დამხმარე სახელმძღვანელოები (იხ. ბიბლიოთეკა).

ტრენინგების გრაფიკი

2011 წლის 18-20 აგვისტოს ცენტრის წარმომადგენლებმა განახორციელეს  სწავლება თელავის №17 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთათვის, 20-21 აგვისტოს - ტრენერებისათვის.

ცენტრის მიერ მომზადებული კადრები (ოთხი ტრენერი) 5 სექტემბრიდან - 25 სექტემბრამდე უზრუნველყოფენ სასწავლო კურსის ჩატარებას №17 საარჩევნო ოლქში შემავალი 54 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთათვის, სამ ეტაპად:

I ეტაპი - სწავლებას გაივლის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი (პროგრამა მოიცავს თეორიულ სწავლებას ელექტრონული ფორმატით და სწავლების პრაქტიკულ ნაწილს)

ტრენინგის ხანგრძლივობა: 4.40სთ

 

 თარიღი

დაწყების დრო (სთ)

ადგილი

05.09.2011

11:00

თელავი, ქართული უნივერსიტეტის #1 (პროფ. სასწ. ..პრესტიჟი“)

06.09.2011

11:00

თელავი, ქართული უნივერსიტეტის #1 (პროფ. სასწ. ..პრესტიჟი“)

07.09.2011

11:00

თელავი, ქართული უნივერსიტეტის #1 (პროფ. სასწ. ..პრესტიჟი“)

 

II ეტაპი - სწავლებას გაივლის საუბნო საარჩევნო კომისიის 13 წევრი (პროგრამა მოიცავს თეორიულ სწავლებას ელექტრონული ფორმატით, სწავლების პრაქტიკულ ნაწილს და კენჭისყრის დღის ინსცენირებას)

III ეტაპი - სწავლებას გაივლის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი (აქცენტი გაკეთდება პრაქტიკულ მეცადინეობაზე).

II და III ეტაპის ტრენინგების დაზუსტებული გრაფიკი ეტაპობრივად დაიდება ცენტრის ოფიციალურ გვერდზე  www.electionreforms.ge

 

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia