საგრანტო კონკურსის მიზანი
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია იმ პროექტების გამოვლენა, რომელთა განხორციელება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საარჩევნო პროცესისადმი სოციალური განწყობის გაუმჯობესებასა და მიმდინარე საარჩევნო წელს ელექტორატის აქტიურობის ზრდას, ამომრჩეველთა მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთებას და ამ მიმართულებით სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას/ორგანიზებას, მათ შორის, მედიასაშუალებების როლის გააქტიურებას მათ მიერ ამომრჩევლებისათვის ხარისხიანი, პროფესიული და დამოუკიდებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად
საგრანტო თემატიკა:
I. ამომრჩეველთა ინფორმირებულობისა და არჩევნებში მათი ჩართულობის ზრდა რეგიონებში
II. ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა საარჩევნო პროცესში
III. რეგიონული მედია - ამომრჩევლის კვალიფიციური ინფორმაციის წყარო
შენიშვნა:
თემა I - ამომრჩეველთა ინფორმირებულობისა და არჩევნებში მათი ჩართულობის ზრდა რეგიონებში
საგრანტო პროექტი უნდა ეხმიანობოდეს კონკურსით გაცხადებულ მიზანს/მიზნებს დაითვალისწინებდეს საზოგადოებაში საარჩევნო ცნობიერების ამაღლების, სწავლების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდისა და არჩევნებში ამომრჩევლის როლის გააქტიურების ხელშწყობის მიზნით სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო ხასიათის, მათ შორის, მიზანშეწონილია კრეატიული ღონისძიებების განხორციელებას.
ამომრჩეველთა ჯგუფები, რომელზეც გავრცელდება პროექტი, უნდა გამოვლინდეს წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიის საფუძველზე და შეიძლება მოიცავდეს ამომრჩეველთა ჯგუფს ზოგადად, ან ქვემოთ დასახელებულ მინიმუმ ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს:
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:
არაუმეტეს 25 000 ლარისა
ხანგრძლივობა:
2012 წლის 1 აგვისტოდან - 2012 წლის 1 ოქტომბერი
დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:
საგრანტო პროექტი უნდა განხორციელდეს აპლიკანტის შეხედულებისამებრ შერჩეულ საქართველოს ერთ ან რამდენიმე რეგიონში, გარდა თბილისისა.
კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე, არჩევნების დღის გამოცხადების შემდეგ, პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, ვალდებულია წაანაცვლოს პროექტის განხორციელების გრაფიკი საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.
თემა II. ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა საარჩევნო პროცესში
საგრანტო პროექტი უნდა ეხმიანობოდეს კონკურსით გაცხადებულ მიზანს/მიზნებს და ასახავდეს არასამთავრობო ორგანიზაციის სტრატეგიულ ხედვას ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო კულტურის განვითარებისა და არჩევნებში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხებზე, ენობრივი, რიგ შემთხვევაში ტრადიციულ/რელიგიური ბარიერების გათვალისწინებით.
ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროექტი უნდა ითვალისწინებდეს რელევანტურ საგანმანათლებლო, საინფორმაციო და არჩევნებში მათი აქტივობის ზრდის წახალისებაზე ორიენტირებულ კონკრეტულ ღონისძიებებს.
ამომრჩეველთა ჯგუფები, რომელზეც გავრცელდება პროექტი, უნდა გამოვლინდეს წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიის საფუძველზე და შეიძლება მოიცავდეს ეთნიკურ ამომრჩეველთა ჯგუფს ზოგადად, ან ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებულ ქვემოთ დასახელებულ მინიმუმ ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს:
სამიზნე ჯგუფებთან პროექტით განსაზღვრული საქმიანობის ეფექტიანად უზრუნველყოფის მიზნით, პროექტში მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციის შესაძლებლობების შეფასება, აღწერა (ადამიანური რესურსი, ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, ეთნიკურ უმცირესობათა ენაზე საგანმანათლებლო მასალა და სხ.)
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:
არაუმეტეს 25 000 ლარისა
ხანგრძლივობა:
2012 წლის 1 აგვისტოდან - 2012 წლის 1 ოქტომბერი
დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:
საგრანტო პროექტი უნდა განხორციელდეს აპლიკანტის შეხედულებისამებრ შერჩეულ საქართველოს ერთ ან რამდენიმე რეგიონში, გარდა თბილისისა.
კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე, არჩევნების დღის გამოცხადების შემდეგ, პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, ვალდებულია წაანაცვლოს პროექტის განხორციელების გრაფიკი საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.
თემა III. რეგიონული მედია - ამომრჩევლის კვალიფიციური ინფორმაციის წყარო
საგრანტო პროექტი უნდა ეხმიანობოდეს კონკურსით გაცხადებულ მიზანს/მიზნებს დაითვალისწინებდეს პროექტის განხორციელებას პარტნიორის სტატუსით წინასწარ განსაზღვრულ რეგიონულ მედია-საშუალებასთან/საშუალებებთან (თანამშრომლობაზე თანხმობის წერილი დაერთოს პროექტს).
პროექტი უნდა მოიცავდეს მედია პროდუქტის შექმნას (გადაცემების/სიუჟეტების/სტატიების ციკლი, რუბრიკები და სხ.), რომელიც პოზიტიურ გავლენას იქონიებს ამომრჩეველთა განათლებაზე, უზრუნველყოფს ელექტორატის ინფორმირებულობას არჩევნებისა და ამ პროცესში თითოეული მოქალაქის როლის მნიშვნელობაზე, ორიენტირებული იქნება ისეთი საინფორმაციო სივრცის შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ამომრჩევლის მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთებას და წაახალისებს ამომრჩეველთა აქტივობის ზრდას.
ამომრჩეველთა ჯგუფები, რომელზეც გავრცელდება პროექტი, შეიძლება მოიცავდეს ამომრჩეველთა ჯგუფს ზოგადად, ან ქვემოთ დასახელებულ მინიმუმ ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს:
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:
ხანგრძლივობა:
2012 წლის 10 აგვისტოდან - 2012 წლის 1 ნოემბერი
დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:
საგრანტო პროექტი უნდა განხორციელდეს აპლიკანტის შეხედულებისამებრ შერჩეულ საქართველოს ერთ ან რამდენიმე რეგიონში, გარდა თბილისისა.
კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე, არჩევნების დღის გამოცხადების შემდეგ, პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, ვალდებულია წაანაცვლოს პროექტის განხორციელების გრაფიკი საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.
ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად(დანართი#1 შესაბამისად);
ბ) საგრანტო პროექტის აღწერა და დასაბუთება (დანართი #2 შესაბამისად);
გ) პროექტის დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი (დანართი #3 შესაბამისად);
დ) პროექტის ერთგვერდიანი რეზიუმე;
ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი;
ვ) სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს წარმოდგენილ საგრანტო პროექტს.
საგრანტო კონკურსის გრაფიკი:
თემა I. ამომრჩეველთა ინფორმირებულობისა და არჩევნებში მათი ჩართულობის ზრდა რეგიონებში: 29 ივნისიდან - 9 ივლისის ჩათვლით, 2012 წელი;
თემა II. ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა საარჩევნო პროცესში: 2 ივლისიდან - 12 ივლისის ჩათვლით, 2012 წელი;
თემა III. რეგიონული მედია - ამომრჩევლის კვალიფიციური ინფორმაციის წყარო: 6 ივლისიდან - 16 ივლისის ჩათვლით, 2012 წელი.
თემა I. ამომრჩეველთა ინფორმირებულობისა და არჩევნებში მათი ჩართულობის ზრდა რეგიონებში: 23 ივლისი, 2012 წელი;
თემა II. ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა საარჩევნო პროცესში: 25 ივლისი, 2012 წელი;
თემა III. რეგიონული მედია - ამომრჩევლის კვალიფიციური ინფორმაციის წყარო: 26 ივლისი, 2012 წელი.
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს:
განმხილველი ორგანო:
საგრანტო პროექტების კონკურსის მიზნებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს საკონკურსო კომისია პროექტების წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუსწრებლად.
კომისია უფლებამოსილია საგრანტო პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვოს პროექტის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში შესაბამისი ინფორმაცია წერილობით წარუდგინოს კომისიას.
საკონკურსო კომისიის მიერ საგრანტო პროექტების შეფასება მოხდება დანართში მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად
კონკურსანტებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით, ინფორმაცია შერჩეული პროექტის/პროექტების შესახებ აგრეთვე განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.electionreforms.ge
საკონტაქტო პირი: გიორგი მონიავა - 591 19 55 25