არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხი და საარჩევნო უფლებების განხორციელების რეალურობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებაში მაღალი საარჩევნო კულტურის განვითარება, საარჩევნო პროცესისადმი სოციალური განწყობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და ელექტორატის მოტივირება, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ლეგიტიმური არჩევნების გზით დაბალანსებული ხელისუფლების კონსტრუირებას.
საზოგადოებაში საარჩევნო ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, მოსახლეობის როლის გააქტიურება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მიიღწევა შესაბამისი სასწავლო პროგრამების განხორციელების, საინფორმაციო კამპანიების, სამუშაო შეხვედრების წარმართვის, სასწავლო ლიტერატურის მიწოდებისა და მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული სხვა გზებით.
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი აგრძელებს საგრანტო კონკურსის ციკლს სამოქალაქო განათლების მიმართულებით, რომლის მიზანია იმ პროექტების გამოვლენა, რომელთა განხორციელება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოს რეგიონებში სისტემური ხასიათის ღონისძიებების გატარებას აქტიური ამომრჩევლების გამოვლენისა და მათი საარჩევნო კულტურის ამაღლების კუთხით.
ცენტრის ზემოაღნიშნული ინიციატივა ეფუძნება 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის OSCE/ODIHR დასკვნას, რომლის თანახმად რეგიონებში საარჩევნო პროცესი უფრო ნეგატიურად შეფასდა, ვიდრე ქალაქებში.
კონკურსის მიზნების შესაბამისად, საგრანტო პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს:
# |
რისკი |
რისკის ალბათობა (დაბალი, საშუალო, მაღალი) |
პროექტზე გავლენა (დაბალი, საშუალო, მაღალი) |
რისკის მართვა |
1 |
|
|
|
|
2 |
||||
3 |
|
|
|
|
4 |
|
|
|
|
1.1. საგრანტო კონკურსის თემატიკა:
”აქტიურ ამომრჩეველთა ქსელი - ამომრჩეველთა განათლების წყარო”
დაფინანსება: არაუმეტეს 50 000 ლარისა
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2011 წლის 5 მაისი - 2011 წლის 5 აგვისტო
დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:
საგრანტო პროექტი ”აქტიურ ამომრჩეველთა ქსელი - ამომრჩეველთა განათლების წყარო” უნდა განხორციელდეს საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან ერთ-ერთში: სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი ან იმერეთი
2.1. საგრანტო კონკურსის თემატიკა:
”ინფორმირებული ამომრჩეველი - დემოკრატიული არჩევნების წყარო”
დაფინანსება: არაუმეტეს 50 000 ლარისა
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2011 წლის 5 მაისი - არაუგვიანეს 2011 წლის 5 დეკემბერი
დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:
საგრანტო პროექტი ”ინფორმირებული ამომრჩეველი - დემოკრატიული არჩევნების წყარო” უნდა განხორციელდეს საქართველოს რეგიონებში (გარდა თბილისისა); პროექტმა შეიძლება მოიცვას ერთდროულად რამდენიმე რეგიონი
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად(დანართი#1 შესაბამისად);
ბ) საგრანტო პროექტის აღწერა და დასაბუთება (დანართი #2 შესაბამისად);
გ) პროექტის დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი (დანართი #3 შესაბამისად);
დ) პროექტის ერთგვერდიანი რეზიუმე;
ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (გაცემული საგრანტო კონკურსის გამოცხადების შემდგომ) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი;
ვ) სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს წარმოდგენილ საგრანტო პროექტს.
საგრანტო კონკურსის გრაფიკი:
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს:
განმხილველი ორგანო:
საგრანტო პროექტების კონკურსის მიზნებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს საკონკურსო კომისია პროექტების წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუსწრებლად.
კომისია უფლებამოსილია საგრანტო პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვოს პროექტის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში შესაბამისი ინფორმაცია წერილობით წარუდგინოს კომისიას.
შენიშვნა:
კონკურსანტებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით, ინფორმაცია შერჩეული პროექტის/პროექტების შესახებ აგრეთვე განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.electionreforms.ge
საკონტაქტო პირი: გიორგი ეზუგბაია - 891 19 55 23